x
image
ვიზა კოხაძე
რა სიახლეებია ჰოლივუდის ვარსკვლავის შარლიზ ტერონის პირად ცხოვრებაში
image
უცხოურ წყაროებზე დაყრდნობით, ჰოლივუდის კაშკაშა ვარსკვლავმა შარლიზ ტერონმა და ასევე ცნობილმა შონ პენმა, რომელთა სასიყვარულო ურთიერთობა არც თუ ისე ხანგრძლივია, დაქორწინება გადაწყვიტეს.

"ადვილი შესაძლებელია, მალე კიდევ ერთი ჰოლივუდის ვარსკვლავური წყვილის ქორწილის მოწმენი გავხდეთ" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას უცხოური პრესა.ამჟამად მსახიობები იმაზე ფიქრობენ, რაც შეიძლება უმოკლეს დროში მოხდეს მათი ქორწინება.წყაროს ინფორმაციით, შარლის ტერონს არასოდეს უფიქრია დაქორწინებაზე, მაგრამ შონ პენთან ხანმოკლე ურთიერთობამ, რომელმაც "შეცვალა მისი გონება" და საკუთარმა შვილმა მიაღებინეს მოულოდნელი გადაწყვეტილება.

გარდა ამისა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ როდესაც პენმა გადაწყვიტა სახლიდან წასვლა და საყვარელ ქალთან ცხოვრება, როგორც მისი მეგობრები ამბობენ, შონ პენი საგრძნობლად შეიცვალა, რაც გამოიხატება იმაში, რომ მსახიობი გაცილებით უფრო კეთილი, გულისხმიერი და ყურადღებიანი გახდა გარშემომყოფების მიმართ.იმავე წყაროს ცნობით, შეყვარებულ წყვილს ნაკლებად აწუხებს მათი თავდავიწყებული სიყვარულის არც თუ გრძელი ისტორია. მათთვის ხომ მთავარია, ამჟამად გულრწფელად უყვარდეთ ერთმანეთი.image

პაპარაცებს არ გამოპარვიათ ვარსკვლავური წყვილის სასიყვარული კავშირები და სულ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფოტოებმა შარლიზ ტერონისა და შონ პენის თაყვანისმცემლებს ნათლად აჩვენა, თუ რა შეუძლია ძლიერ სიყვარულს.


რომანი მსახიობებს შორის ჯერ კიდევ 2014 წლის დასაწყისში გახდა ცნობილი საზოგადოებისათვის, როდესაც ისინი ჰავაის კუნძულებზე ისვენებდნენ პატარა ჯეკსონთან ერთად.ჰოლივუდის ვარსკვლავის შარლიზ ტერონის სამომავლო გეგმა კვლავ ძალაში რჩება, რაც მეორე შვილის გაჩენას უკავშირდება.imageimageimage


2
45
8-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
45
  
2014, 18 თებერვალი, 12:36
გოგო ჯობია :):):)
2014, 7 თებერვალი, 23:45
სამყაროს მშვენება
0 1 2