x
image
ვიზა კოხაძე
გასული წლის 10 ყველაზე სკანდალური განქორწინების ისტორიები და მიზეზები, თუ რატომ დაშორდნენ ერთმანეთს ვარსკვლავური წყვილები
image
მონიკა ბელუჩმა და ვენსან კასელმა ერთმანეთი 1996 წელს გაიცვნეს გადასაღებ მოედანზე, როდესაც ფილმ "ბინას" იღებდნენ.აქედან დაიწყო მათი ვნებიანი რომანი, შემდეგ კი ხანგრძლივი და ბედნიერი ოჯახური თანაცხოვრება. უამრავი ჭორი არსებობდა მათი თითქოსდა "თავისუფალი თანაცხოვრების" შესახებ, მაგრამ ისინი აქამდე ტკბილ ოჯახად არსებობდნენ.წყვილი ხშირად ცალ - ცალკე ცხოვრობდა, რათა ერთმანეთისგან დაესვენათ, მაგრამ როგორც ცნობილია, მათ სიყვარული მაინც ვერ გადაარჩინეს.ისინი ერთად 14 წელი ცხოვრობდნენ და სამი წელი კი ქორწინებამდე ჰქონდათ ურთიერთობა.image

სამ წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდნენ ერთმანეთს ნინა დობრევა და იან სომერჰოლდერი.მსახიობებში ეს ხშირად ხდება, თუმცა ყველაფერს თავისი სახელი აქვს. როგორც წყარო გვიამბობს, მათი განქორწინების მიზეზი ნინა დობრევას სურვილით მოხდა, როდესაც მან უარყო საყვარელი მამაკაცი და მიზეზად კარიერა დაასახელა.image

ხმაურიანი განქორწინების ტოპ ათეულში მოხვდა 64 წლის მსახიობი რიჩარდ გირი და კელი ლოუელი.ისინი 11 წელი იყვნენ დაქორწინებულნი, გარდა ამისა 7 წელი ერთად ცხოვრობდნენ ქორწინებამდე. დაშორების მიზეზი კი ეჭვიანობა იყო.წყვილი 18 წელი ერთად ცხოვრობდნენ - ეს ხომ მთელი ცხოვრებაა.image

მაილი საირუსის და ლაიამ ჰემსვორტის სკანდალური დაშორების მიზეზი ხომ პოპ ვარსკვლავის იმიჯის შეცვლა იყო, რომელმაც მათ სიყვარულს სამუდამოდ დაასვა დაღი. ისინი 4 წელი ცხოვრობდნენ ერთად.image


არა ნაკლებ საინტერესოა ჯორჯ კლუნისა და სტეისი კიბლერის ორ წლიანი თანაცხოვრების დაშორების მიზეზიც.ამერიკელ მოდელს კლუნთან ოფიციალურ ქორწინებაში ყოფნა სურდა, თუმცა ჰოლივუდის ვარსკვლავის ცხოვრებისეული სტილი კი მოდელის სურვილს ეწინააღმდეგებოდა.image

უილ სმიტი და ჯადა პინკეტ სმიტიც ერთად დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდნენ, თითქმის 15 წელი.მარგო რობიზე გაცვალა უილ სმიტმა მეუღლე, რის შემდეგაც ჯადამ ქმრის გვარიც კი უარყო.image

ორლანდო ბლუმის და მირანდა ქერის სიყვარულის ისტორიაც მარცხით დასრულდა, მიზეზად კი არასასურველი სამუშაო გრაფიკი ან მილიარდელი იყო. ერთ - ერთ ვარსკვლავურ წყვილად აღიარებული - მსახიობი და მოდელი სამი წელი ქორწინებაში იმყოფებოდნენ, თუმცა სამი წელი ოფიციალურ ქორწინებამდეც ერთად იყვნენ.ამჟამად ფლინის გადასაწყვეტია, ვისთან ისურვებს ცხოვრებას - დედასთან თუ მამასთან.image

მადონა და ბრაჰიმ ზაიბატი სამი წელი ერთად ცხოვრობდნენ, მაგრამ მათი დაშორების მიზეზად არასასურველი სამუშაო გრაფიკი სახელდება.image

რობერტ პატინსონის და კრისტენ სტიუარტის სკანდალური სიყვარული, რომლის მსგავსი არ ახსოვს ბოლო ხუთი ათეული წელი ჰოლივუდს.ხშირ შემთხვევაში მათ ურთიერთობას და ერთად გატარებულ 5 წელიწადს არაჩვეულებრივ სასიყვარულო სერიალადაც კი მოიხსენიებენ.განშორების მიზეზი კი სტიუარტის ღალატი გახლავთ, რაც არ აპატია პატინსონმა რჩეულ ქალბატონს.image

მაიკლ დუგლასის და კეტრინ ზეტა ჯონსის 13 წლიან სიყვარულსაც "შავი ფარდა" გადაეფარა.მიზეზები კი წყვილს უამრავი ჰქონდა, რომლებიც მათ ჯანმრთელობას და ალკოჰოლიზმს უკავშირდება .

Возможные проблемы с алкоголем у Кэтрин, ее резкие смены настроений. Признание от Майкла, от которого была в ужасе жена: «Я заболел раком горла из-за любви к оральному сексу».

აი, როგორ დაიწერა რუსულ პრესაში წყვილის განშორების შესახებ.

1
57
10-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
57
  
2014, 7 თებერვალი, 15:48
მხოლოდ პირველ და ბოლო წყვილზე დამწყდა გული :((((((
0 1 1