ბაქოს “ინტერის” ქართველი ლეგიონერი ალექსანდრე იაშვილი კარიერის დასრულებას აპირებს.
ინტერნეტპორტალ azerisport.com-ის ინფორმაციით, არაა გამორიცხული 36 წლის შემტევმა კარიერა მიმდინარე სეზონის ბოლოს დაასრულოს, როდესაც კლუბთან კონტრაქტი დაუმთავრდება.
იაშვილი “ინტერში” შარშან ზაფხულში გერმანიის მეორე ბუნდესლიგის “ბოხუმიდან” გადავიდა და ბაქოელთა ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია. მან 18 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი
www.worldsport.ge