x
image
worldsport.ge
ვან პერსი, შესაძლოა, ლონდონში დაბრუნდეს

imageჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა რობინ ვან პერსიმ, შესაძლოა, ზაფხულში “მანჩესტერ იუნაიტედი” დატოვოს და ლონდონის “არსენალში” დაბრუნდეს.
The Daily Mail-ის ცნობით, 30 წლის ფეხბურთელი კლუბიდან სერ ალექს ფერგიუსონისა და მისი ასისტენტის, რენე მელენსტენის წასვლით გულდაწყვეტილია. გარდა ამისა, ის ვერ შეეგუა ახალ ქალაქს და ლონდონში ცხოვრება ურჩევნია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვან პერსის დაძაბული ურთიერთობა აქვს ახალ მთავარ მწვრთნელ დევიდ მოიესთანაც.
შოტლანდიელი სპეციალისტი ზაფხულში გუნდის გადახალისებას გეგმავს და შესაძლოა, ცვლილებები ვან პერსისაც შეეხოს. თუმცა, მისი მომავალი დიდწილად გუნდის მეორე ფორვარდ უეინ რუნიზეც იქნება დამოკიდებული, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი ჯერ არ გაუხანგრძლივებია. თუ რუნი გუნდში დარჩენას გადაწყვეტს, მაშინ მანჩესტერელები ჰოლანდიელს უფრო მარტივად შეელევიან.
ტრანსფერის სავარაუდო ღირებულება 15 მილიონი გირვანქა სტერლინგი იქნება. ასეთ შემთხვევაში “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი უარს იტყვის მისსავე დაწესებულ შეზღუდვაზე, რომლის თანახმადაც კლუბი 30 წელზე უფროსი ასაკის ფეხბურთელების შეძენისგან თავს იკავებს.

ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

1
102
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
102
  
2014, 2 თებერვალი, 17:34
ეხლა აღარ მოსწონს მანჩესტერი ხო?! თავიდანვე უნდა დატეულიყო სდაც იყო. იბოდიალოს ეხლა აქეთ-იქით.
0 1 1