x
image
worldsport.ge
ინიესტას სახლზე დიდი მოთხოვნილებაა

imageესპანეთში მდებარე სოფელ ფუენტელაბილიეში არსებული ულამაზესი ვილა, რომელიც ესპანეთის ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას“ ფეხბურთელს, ანდრეს ინიესტას ეკუთვნის, შესაძლოა, აუქციონზე გაიყიდოს. ეს გადაწყვეტილება ანდრესმა მას შემდეგ მიიღო, რაც ზემოთაღნიშნულ ვილას ბოლო დროს უამრავი მყიდველი გამოუჩნდა.
ინიესტას მშობლიურ სოფელში აგებული ვილის მშენებლობა (სადაც პატარა ეკლესიაც მდებარეობს) 2005 წელს დასრულდა და კატალონიური კლუბის ქომაგისათვის ჭეშმარიტ სამოთხეს წარმოადგენს. სახლი, მისი ეზო და აუზიც კი მთლიანად “ბარსელონას“ ფერებშია გადაწყვეტილი. გარდა ამისა, სახლი სავსეა ინისეტას მიერ მოგებული ჯილდოების ასლებით.
აუქციონზე გასატანი სახლის პირველადი ღირებულება 5 მილიონი ევრო იქნება, თუმცა როგორც ფეხურთელი ვარაუდობს, ამ სახლით იმდენი ფულიანი ადამიანია დაინტერესებული, რომ საბოლოოდ ალბათ რამდენიმე ათეულ მილიონად გაიყიდება. ფუენტელაბილიეში ინიესტა მეორე სახლს ახლა იშენებს და მშობლიური სოფლის მიტოვებას არ აპირებს.

www.worldsport.ge

0
382
1-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
382
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0