x
image
worldsport.ge
კერიკს თვე გაუცდება

image“მანჩესტერ იუნაიტედის” ვეტერანმა ნახევარმცველმა მაიკლ კერიკმა “სანდერლენდთან” ინგლისის ლიგის თასის მატჩში ტრავმა მიიღო. ბრიტანული პრესის ცნობით, 32 წლის შუახაზელს დაახლოებით 3-5 კვირა გაუცდება.
მატჩის შემდეგ, “წითელი ეშმაკების” თავკაცმა დევიდ მოიესმა განაცხადა, რომ კერიკს ტერფი აქვს დაზიანებული. საგულისხმოა, რომ მიმდინარე სეზონში, აქილევსთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ინგლისელს 2 თვე გაუცდა.
დიდი ალბათობით, მანჩესტერელები სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ახალი ნახევარმცველით გაძლიერდებიან.


ირაკლი ჯაფარიძე

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0