“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველის – შინჯი კაგავას აგენტმა ტომას კროტმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი იანვრის სატრანსფერო სეზონში კლუბის შეცვლას არ გეგმავს.
“სადღეისოდ, დარწმუნებული ვარ, რომ კაგავა “ოლდ ტრაფორდზე” დარჩება. ტრანსფერის თაობაზე არცერთ კლუბთან გვითათბირია. ყველაფერი, რაც პრესაში დაიწერა, ჭორია. ვფიქრობ, მატას ტრანსფერი ჩემი კლიენტის მომავალზე ვერ იმოქმედებს”, - განუცხადა კროტმა Sky Sports-ს.
შეგახსენებთ, რომ ევროპული მედიასაშუალებები კაგავას “დორტმუნდში” დაბრუნებას უწინასწარმეტყველებდნენ.
ირაკლი ჯაფარიძე
www.worldsport.ge