x
image
worldsport.ge
ზეედორფმა “მილანის” თამაშში ცუდთან ერთად კარგიც დაინახა

imageიტალიის თასზე ”ვერონასთან” საშინაო მარცხის შემდეგ (1:2), “როსონიერის” ახალი მწვრთნელი, კლარენს ზეედორფი ცხადია, უკმაყოფილო იყო, თუმცა მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ თავისი შეგირდების მოქმედებაში დადებითი მხარეებიც დაინახა. “ჩემს ფეხბურთელებს თავი არ დაუზოგავთ, თუმცა ბოლოსკენ დაიღალნენ და კონცენტრაცია დაკარგეს, - უთხრა ზეედორფმა Rai Sport-ს, - ჯერ სტაბილური თამაშისთვის მზად არ ვართ, თუმცა პოზიტიური ნიუანსებიც დავინახე, რომელიც სამომავლოდ ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს. ახლა ფეხბურთელების შესაძლებლობებს, მინდორზე, გასახდელში და ვარჯიშებზე ვაკვირდები და მჯერა, რომ ამ მძიმე სიტუაციიდან გამოვძვრებით.”


სოლომონ გულისაშვილი

www.worldsport.ge

0
126
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0