x
image
worldsport.ge
სიმეონემ "ბარსელონასთან" მატჩი საჭადრაკო პარტიას შეადრა

imageმადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ “ბარსელონასთან” ფრედ (0:0) დასრულებული თამაში საჭადრაკო პარტიას შეადარა. არგენტინელი სპეციალისტი ამ შეხვედრაში თავისი შეგირდების თამაშით კმაყოფილი დარჩა.
“დღეს ჩვენი მეტოქე “ბარსელონა” იყო. ამ გუნდს დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენს შორის ერთი პატარა განსხვავებაა – 400 მილიონი ევრო. ამის მიუხედავად, სერიოზული ბრძოლა გავმართეთ, რაც პირველ ყოვლისა, “ატლეტიკოში” მოთამაშე თითოეული ფეხბურთელის დამსახურებაა. შეხვედრა ტაქტიკური გადაწყვეტილებების სიმრავლით ჭადრაკს ჰგავდა. მესმის, მაყურებელს გოლები უნდოდა, მაგრამ ამჯერად უგოლო, თუმც ინტელექტუალური ფეხბურთი იხილა. სხვაგვარად “ბარსელონას” წინააღმდეგ თამაში შეუძლებელი იქნებოდა. თუ ამ გუნდს შანსი მიეცი, საშინელ დღეში ჩაგაგდებს” – განაცხადა სიმეონემ.

ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge


0
32
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0