რომის “ლაციოს” კაპიტანი სტეფანო მაური მოედანზე დაბრუნებას თებერვლიდან შეძლებს.
იტალიური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, იტალიის სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ ფეხბურთელს 9-თვიანი დისკვალიფიკაცია ექვს თვემდე შეუმცირა.
34 წლის მაური გასულ წელს ჩაწყობილ მატჩებში მონაწილეობაში ამხილეს. საქმე ეხებოდა 2011 წელს “ჯენოასთან” და “ლეჩესთან” გამართულ შეხვედრებს. პირვანდელი გადაწყვეტილებით, მას მოედანზე გასვლა მიმდინარე სეზონის ბოლომდე ჰქონდა აკრძალული.
www.worldsport.ge