x
image
nukrichanturia
"თანატოლები მაიძულებენ, სახლიდან მობილური ტელეფონი მოვიპარო"

image





















გამოუვალ სიტუაციაში ვარ ჩავარდნილი. გამოსავლის პოვნა ძალიან მიჭირს. ყველა დეტალს ვერ მოვყვები, ვიტყვი მხოლოდ ერთს - ჩემი სკოლელების ფული მმართებს. უკვე ორი კვირაა, საშინელ დღეში მაგდებენ. მეუბნებიან, ფული აუცილებლად იშოვე, თუ გინდა, ვინმეს სახლში შედი, გაძარცვე, იყაჩაღე, რაც გინდა გააკეთე, მთავარია მოიტანოო. ვეუბნებოდი, როგორც კი საშუალება მექნება, ვალს მაშინვე დაგიბრუნებთ მეთქი. ისინიც თანახმანი იყვენენ, მაგრამ ორი კვირის წინ ერთმა სკოლელმა ჩემი ძმა დაინახა, რომელიც მობილური ტელეფონით ლაპარაკობდა. იმ დღის შემდეგ გადამეკიდნენ, მეუბნებიან მობილური გქონია სახლში, გამოიტანე და ან გაყიდე, ან დააგირავეო. როგორ ავიღო სახლიდან მობილური? ან ყველას უკითხავად როგორ გავყიდო ან დავაგირავო? ის ტელეფონი მამაჩემმა იყიდა და სახლში ყველა ვხმარობთ. მამაჩემის მშობლები სოფელში ცხოვრობენ და მობილურით ვუკავშირდებით ხოლმე. ახლახან სახლიდან გამიყვანეს და ერთ-ერთმა ხელიც გამარტყა. მეუბნებოდნენ, შენ თუ ვერ ყიდი, გამოიტანე და ჩვენ გავყიდით, მერე მოიტყუე, ვითომ დაკარგეო. ძალიან მიჭირს ამ გადაწყვეტილების მიღება. როგორ მოვიტყუო? სახლში ეს ტელეფონი ყველას გვჭირდება, "სამარიაჟოდ" ნამდვილად არ გვაქვს. რა ვქნა, არ ვიცი. ასეთ დღეში ყოფნას სიკვდილი მირჩევნია.

1
105
2-ს მოსწონს
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
105
  
2013, 30 დეკემბერი, 12:18
ჯერ იქედან დაიწყეთ,რატო აიღო 12-13 წლის ბავშვმა ვალი და თუ აიღო ვალს გადახდა უნდა.
0 1 1