x
image
worldsport.ge
თარგამაძე: “”ჩერნომორეცის” საკითხი უახლოეს დღეებში უნდა გადაწყდეს”

imageდავით თარგამაძემ განაცხადა, რომ ოდესის “ჩერნომორეცთან” მოლაპარაკებები მიმდინარეობს და უახლოეს დღეებში გაირკვევა, თუ სად გააგრძელებს კარიერას. ასევე, ისაუბრა იმაზე, თუ რატომ დატოვა “ილიჩივეცი”:
“დიახ, “ჩერნომორეცში” გადასვლა შესაძლებელია. ეს ჩემი სურვილიცაა. აგენტმა უკვე მითხრა ოდესელთაგან ინტერესზე. სამი დღის წინათ კი “ჩერნომორეცის” ვიცე-პრეზიდენტმა დამირეკა. მოლაპარაკებები გრძელდება და იმედია, წარმატებით დასრულდება. თუ ასე მოხდება, 10 იანვარს “ჩერნომორეცში” დავიწყებ ვარჯიშს.
... შესაძლოა, “შახტართან” ერთად მომიწიოს შეკრებაზე წასვლა, მაგრამ ვისურვებდი, რომ “ჩერნომორეცში” სრულფასოვანი მოსამზადებელი ეტაპი გამევლო. ეს კლუბი მომწონს, ამასთან, ევროპის ლიგაზე თამაშის შანსი მომეცემა.
... რატომ გადავწყვიტე “ილიჩივეციდან” წასვლა? მთავარი მიზეზი ისაა, რომ მიღწეულით დაკმაყოფილება არ მინდა. ბოლოს ტრავმის გამო ვერ ვთამაშობდი, მწვრთნელი პავლოვი კი ძალიან გაბრაზდა ჩემზე და ოქრიაშვილზე. არ ვიცი, რატომ. პავლოვი უცნაურ ამბებს ჰყვება, თითქოს ნაკრებიდან არ ჩამოვედით. არადა, სულ 2 დღე დავაგვიანეთ ბილეთების პრობლემის გამო. პავლოვმა კი თქვა, სანაკრებო თამაშების შემდეგ, ქართველები არ მინახავსო. შემდეგ გადათქვა თავისი სიტყვები: იმ დროს ხომ ჩვენ ტრავმას ვმკურნალობდით.
... ერთადერთი, რაც პავლოვმა მართალი თქვა, ისაა, რომ მარიუპოლში დარჩენა არ მსურს. ნებისმიერ შემთხვევაში იმედი მაქვს, რომ 2014 წელი გაცილებით წარმატებული და ბედნიერი იქნება ჩემთვის”.

ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0