x
image
nukrichanturia
"დედამ დაქალთან შემარცხვინა"

image დაქალს რამდენიმე დღის წინ კაშნე ვაჩუქე. ძალიან მოეწონა და მეც მომინდა, მისთვის მესიამოვნებინა. ჩემივე საქციელით კმაყოფილი დავრჩი., არ მიყვარს, ყელზე ზედმეტად მედება. ამიტომ დედამ ვერც შენიშნა, რომ აღარ მქონდა. მეც არ ჩავთვალე საჭიროდ, მეთქვა, რადგან მე და ჩემი დაქალი ისე ახლოს ვართ ერთმანეთთან, ვერასოდეს ვიფიქრებდი, დედას მისთვის რაიმე თუ დაენანებოდა. თანაც დაქალმა სექტემბერში შარვალი მაჩუქა. ერთმანეთისთვის არაფერი გვენანება.

ამას წინათ დაქალი მესტუმრა. დედაჩემიც სახლში იყო. რომ დაინახა, მაშინვე მკითხა, ასეთი კაშნე შენც ხო გიყიდე, რატომ არ გიკეთიაო. ჩემმა დაქალმა უთხრა, კაშნე მაკუნასია, მან მაჩუქაო. გაგიჟდა, თავი ვერ შეიკავა და მიყვირა, გული შემიჭამე, სანამ არ გიყიდე და შენ კი სხვას აჩუქეო. დაქალი გაწითლდა, ორივე ავნერვიულდით. უთხრა, არა დროებით მიკეთია, მაკუნას ახლავე დავუტოვებო. მოიხსნა და დამიტოვა. მალე რაღაც მოიმიზეზა და წავიდა.

მე და დედამ სერიოზულად ვიჩხუბეთ. მეგობრის ისე მრცხვენია, რომ თვალებში ვერ ვუყურებ. ყველანაირად ვცდილობ თავი ავარიდო, არ ველაპარაკო. ისიც ხვდება, რომ უხერხულად ვგრძნობ თავს და აღარ მეკონტაქტება. ვატყობ მასაც უჭირს ასეთ სიტუაციაში ყოფნა.

დედაზე ისე ვარ გაბრაზებული, რომ რაც წელს მიყიდა, არაფერს ვიცვამ. ის კაშნეც დავხიე. ამაზე გაგიჟდა, ხელითაც კი შემეხო. მეუბნება, ყველაფერს დაგიჭრიო. დაჭრას, ჩემთვის სულ ერთია. თუ ტანსაცმლის დაჭრაც შეუძლია, კაშნეს როგორ ვერ შეელია. ასეთ სიტუაციაში რატომ ჩამაგდო?! ამის პატიება ძალიან გამიჭირდება. ყოველდღე ვჩხუბობთ. ვერაფრით გამიგო როგორ დღეში ვარ. ახლახან ისევ ტანსაცმლის გამო ვიჩხუბეთ. ორი წლის წინ ნაყიდი შარვალი ჩავიცვი. დედამ მითხრა, დაგივიწროვდა და სხვა ჩაიცვი, ასე სკოლაში არ გაგიშვებო. არ დავუჯერე და სახლიდან სასწრაფოდ გავედი. მას კი თურმე ჩემი დაქალის ნაჩუქარი შარვალი აუღია და დედამისისთვის მიუტანია. მოკლედ, შეცდომას შეცდომაზე უშვებს. ჩემ მიმართ ასეთი აგრესიული რატომ არის, ვერ ვხვდები. არც სახლში მინდა ყოფნა და არც სკოლაში. როგორ მოვიქცე, არ ვიცი.

3
676
4-ს მოსწონს
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
676
  
2013, 29 დეკემბერი, 23:04
დედა დედაა, 9 თვე გატარა და გამოგზარდა არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა გამოსავალი ყოველთვის არის - დედისთვის ლოცულობ ? თუ არა ილოცე და ნახე როგორ შეიცვლება ურთიერთობა უკეთესობისკენ !
2013, 29 დეკემბერი, 19:15
ან მამასთან უჩივლე :)
2013, 29 დეკემბერი, 19:15
რას უზამ დედაა . ეგება შეაგნებინო რომ გაიზარდე და რაგაც საკითხებს მასთან შეუთანხმლებლად გადაწყვიტავ
0 1 3