x
image
worldsport.ge
“ტრაბზონსფორი” პიაზონში 5 მილიონ ევროს იხდის

imageთურქულ “ტრაბზონსფორს” ბრაზილიელი თავდამსხმელის ლუკას პიაზონის შეძენა სურს, რომლის სატრანსფერო უფლებები ლონდონის “ჩელსის” ეკუთვნის. ამის შესახებ გამოცემა Turkish Football-ი იუწყება.
19 წლის ბრაზილიელი “სან პაულუდან” “ჩელსიში” შარშან გადავიდა შვიდნახევარი მილიონი ევროს სანაცვლოდ, მაგრამ ინგლისური კლუბის სასტარტო შემადგენლობაში ვერ დამკვიდრდა. მიმდინარე სეზონის წინ, ჰოლანდიურ არნემის “ვიტესში” გაანათხოვრეს. პიაზონმა არნემელთა რიგებში ჩატარებულ 16 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა.
არაა გამორიცხული, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მან “ტრაბზონსფორს” მიაშუროს, რომელიც “ჩელსის” 5 მილიონ ევროს სთავაზობს.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0