ნამცხვრები სწრაფად გასაკეთებელი "შოკოლადიანი პეროგი" (მაშას რეცეპტებიდან) 2013, 27 დეკემბერი, 13:43 ![]() ●კვერცხი–4ც. ● შედედებული რძე–1ქილა ●კარაქი–50გრ. ●რძიანი შოკოლადის ფილა–100გრ. ●შავი შოკოლადის ფილა–100გრ. ●ფქვილი–1-1, 5 ჭიქა(დამოკიდებულია ფქვილის ხარისხზე) ●ნამცხვრის გამაფხვიერებელი–1ჩ.კ ამ პროდუქტებით გამოდის 5-7 პორცია. მ ო მ ზ ა დ ე ბ ა: 1.შოკოლადი დავამტვრიოთ პატარებად და გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე ან მიკროვალნოვკაში. 2.კვერცხი ავთქვიფოთ მიქსერით კარგად. 3.დავუმატოთ გამდნარი კარაქი, შედედებული რძე, გამდნარი შოკოლადი და ავურიოთ კარგად. 4.დავამატოთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი. 5.ავურიოთ ნელა კოვზით, ერთი მიმართულებით მორევით. 6.ყალიბში წავუსვათ კარაქი და დავასხათ მიღებული მასა. 7.შევდგათ 200გრადუსზე გახურებულ აერღუმელში 40 წუთის განმავლობაში.შემდეგ გავაცივოთ, სურვილისამებრ მოვაყაროთ შაქრის პუდრა ან მოვასხათ გამდნარი შოკოლადი, შემდეგ კი... ![]() ![]() მიირთვით გემრიელად! თქვენი მაშა 408 6-ს მოსწონს
|