ფეხბურთი შერვუდი “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელია 2013, 24 დეკემბერი, 13:10 ჩრდილოლონდონის “ტოტენჰემ ჰოთსპურმა” გუნდის მთავარ მწვრთნელად ტიმ შერვუდი დანიშნა. “ლივერპულთან” 0:5 განადგურების შემდეგ, კლუბმა პორტუგალიელი ანდრე ვილაშ-ბოაში დამრიგებლობიდან დაითხოვა, დროებითი მწვრთნელის სტატუსი შერვუდს მიანიჭა და სამხრეთინგლისურ “საუთჰემპტონთან” გასვლაზე 3:2 მოპოვებული მოგების შემდეგ, 2015 წლის მაისამდე “დეზებიანი მამლების” გაძღოლა მისტერ ტიმს მიანდეს. გოჩა კაჭარავა 9 შეფასება არ არის
|