x
image
რუსუდან ბერიძე
გემრიელი და ორიგინალური პეროგი"განთიადი"
image

ჩემო ძვირფასო დიასახლისებო, ახლა შემოგთავაზებთ გემრიელი და ორიგინალური პეროგის რეცეპტს, რომელიც ადვილი გასაკეთებელია თუ თვალს მიადევნებთ ჩემს რეცეპტს.

ინგრედიენტები ცომისთვის:



–200გრ.მარგარინი

–150გრ შაქარი

–3კვერცხი

–150გრ.არაჟანი

–3ს.კ.რძე

–2ჭიქა ფქვილი(300გრ)

–1შეკვრა გამაფხვიერებელი

–2ს.კ.კაკაო


ბურთულებისთვის:

–200გრ ხაჭო

–3ს.კ.შაქარი

–1კვერცხის გული

–5–6ს.კ.ქოქოსის ფხვნილი


კრემისთვის:

–2ჭიქა რძე

–1კვერცხის გული

–150გრ.შაქარი

–2ს.კ.პ/ფქვილი(ძალიან სავსე არა)

–1შეკვრა ვანილი.

–100გრ.კარაქი.

მომზადების წესი:

1) ხაჭო, შაქარი.კვერცხის გული და ქოქოსის ფხვნილი კარგად ავსრისოთ და მიღებული მასისგან გავაკეთოთ კაკლისოდენა ბურთულები.შევინახოთ ისინი საყინულეში ვიდრე არ დაგვჭირდება.

2) რბილი მარგარინი ავსრისოთ შაქართან ერთად და დავუმატოთ კვერცხები და კვერცხის ცილა, რომელიც დაგვრჩა და ავთქვიფოთ.

3) შემდეგ დავუმატოთ არაჟანი, რძე გამაფხვიერებელი და გაცრილი ფქვილი და კარგად მოვურიოთ.

4) კარაქწასმულ ფორმაში ჩავასხათ მასის ნახევარი.

5) დარჩენილ ცომს დავამატოთ 2ს.კ.კაკაო და ავურიოთ კარგად.მიღებული ცომი დავასხათ თეთრ მასას ზემოდან ფრთხილად.

6)გამოვიტანოთ გამზადებული ხაჭოს გაყინული ბურთულები და ჩავუშვათ ცომში.გავანაწილოთ თანაბრად მთელ ზედაპირზე.

7)გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუს ტემპერატურაზე 40–45 წუთი.


კრემის მომზადება:

მოხარშული კრემის მოსამზადებლად ავთქვიფოთ კვერცხი შაქართან და ვანილთან ერთად.დავუმატოთ ფქვილი და მოვურიოთ კარგად.დავასხათ ანადუღარი თბილი რძე, შევდგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ შესქელებამდე.

გავაცივოთ კრემი და შევათქვიფოთ 100გრ კარაქი.

გაცივებულ პეროგს გადავუსვათ ჩვენი მომზადებული კრემი და მოვაცრათ კაკაოს ფხვნილი ან გახეხილი შოკოლადი.

image


გემრიელად მიირთვით!


თქვენი მაშა














0
856
11-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
856
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0