x
image
worldsport.ge
ფრანჩესკოლი ლუგანოს დარწმუნებას შეეცდება

imageარგენტინული კლუბი “რივერ პლეიტი’’ ურუგვაელი ფეხბურთელით დიეგო ლუგანოთი დაინტერესდა. “მირორის’’ ცნობით, სამხრეთამერიკელებმა “ვესტ ბრომვიჩის’’ ფეხბურთელის გადასაბირებლად ლეგენდარული ურუგვაელი ფეხბურთელი ენცო ფრანჩესკოლი მიავლინეს ინგლისში, ფრანჩესკოლიმ უნდა მოახერხოს ფეხბურთელის დარწმუნება.
შეგახსენებთ, სულ ცოტა ხნის დაინიშნა ფრანჩესკოლი “, რივერ პლეიტის’’ სპორტულ დირექტორად და მისი პირველი ამოცანა სწორედ ლუგანოს გადაბირებაა.
33 წლის ფეხბურთელს ეროვნულ ნაკრებში 91 შეხვედრა აქვს ჩატარებული და გუნდის მთავარი მწვრთნელი ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესი მას დიდად ენდობა. მიუხედავად ამისა, ფეხბურთელისთვის უმთავრესია ხშირად მიიღოს მონაწილეობა კლუბის მიერ გამართულ მატჩებში. ამ სეზონში ლუგანომ მხოლოდ ორი შეხვედრა ჩაატარა პრემიერლიგაში და ორიც ლიგის თასზე.
ლუგანო, რომელიც ბოლო წლებში პსჟ-სა და “მალაგას’’ ღირსებას იცავდა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადაბარგდა “ვესტ ბრომვიჩში”, თუმცა ნაკლები სათამაშო დრო, შესაძლოა, აღმოჩნდეს ერთ-ერთი მიზეზი მისი ინგლისური კლუბის დატოვებისა.


დიმიტრი შარიქაძე

www.worldsport.ge

0
5
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0