x
image
worldsport.ge
ტევესის რჩეული რიბერია

imageტურინის “იუვენტუსის” არგენტინელი თავდამსხმელის კარლოს ტევესის აზრით, “ოქროს ბურთს” ყველაზე მეტად “ბაიერნის” ნახევარმცველი ფრანკ რიბერი იმსახურებს. მსოფლიოს 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა 13 იანვარს, ციურიხში გაირკვევა. კანდიდატები კი რიბერი, კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი არიან.
“მესი და რონალდუ “ოქროს ბურთისთვის” ყოველ წელს იბრძვიან. ამჯერადაც ასეა, მაგრამ, ვფიქრობ, საუკეთესო რიბერი იყო, რომელმაც “ბაიერნთან” ერთად ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა. ჯილდოს ყველაზე მეტად ფრანკ რიბერი იმსახურებს” – განაცხადა კარლოს ტევესმა.



ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0