ნამცხვრები უგემრიელესი საშობაო ტორტი "ლამაზი მდელო" (მაშას რეცეპტიდან) 2013, 16 დეკემბერი, 19:57
არცერთი სადღესასწაულო სუფრა არ იქნება ლამაზი, გემრიელი და ორიგინალური ტორტის გარეშე.მე გთავაზობთ ორიგინალური და უგემრიელესი საშობაო ტორტის რეცეპტს, რომელიც სწორედ ამ ღირსებებით არის შემკული.
ამ ორიგინალური ტორტისთვის დაგვჭირდება
შემდეგი ინგრედიენტები:
ცომი: –პ/ფქვილი–––––––––––––60გრ. –კარტოფილის სახამებელი–60გრ. –შაქარი–––––––––––150გრ (6ს.კ.) –კვერცხი––––––––––4 ცალი გულსართი(შოკოლადის კრემი) –შოკოლადი–––––––––250გრ. –კვერცხის გული–––––4ცალი –შაქარი––––––––150გრ.(6ს.კ) –ნაღების კარაქი––––––150გრ. –რომი ან კონიაკი––––––2ჩ.კ. –შავი ყავა(ნალექიანი)–––2ჩ.კ. მოსართავი ყავის კრემი: –ნაღების კარაქი–––––––100გრ. –კვერცხის გული–––––2ცალი –შაქარი–––––––––––75გრ(3ს.კ) –რომი ან კონიაკი–––––2ჩ.კ. –შავი ყავა(ნალექიანი)–2ჩ.კ. –ხსნადი ყავა–––––––––1ჩ.კ. მომზადების წესი: ჯერ მოვამზადოთ ცომი.ამისთვის 4 კვერცის ცილა და გული უნდა ავთქვიფოთ ცალ-ცალკე.75გრ შაქარი გამოვიყენოთ კვერცხის ცილისთვის, ხოლო მეორე 75გრ– კი გულებისთვის.ცილა ჯერ ავთქვიფოთ უშაქროთ ძალიან კარგად, მერე დავამატოთ შაქარი და კიდევ ვთქვიფოთ.გულები ცალკე ავთქვიფოთ შაქართან ერთად. კვერცხის გულებს შევათქვიფოთ ნაწილი ბეზე, შემდეგ ნელი მორევით ერთი მიმართულებით დავამატოთ 60გრ. პ/ფქვილი და 60გრ.სახამებელი და როცა კარგად გაიხსნება, ნელა შევათქვიფოთ დარჩენილი ბეზე და როცა ცომი ერთგვაროვანი გახდება ცომიც მზადაა. ნამცხვრის ყალიბში ზომით 60X40სმ.დავაფინოთ ნამცხვრის ქაღალდი. წავუსვათ კარაქი და დავასხათ მიღებული ცომი.შევდგათ 170გრადუსზე გახურებულ ღუმელში და ვაცხოთ 15 წუთის განმავლობაში, ვიდრე არ შევადისფერდება. ვიდრე ნამცხვარი ცხვება, მოვამზადოთ შოკოლადის კრემი–გულსართისთვის.4კვერცხის გულს დავამატოთ 150გრ შაქარი და ვთქვიფოთ კარგად გათეთრებამდე. ცალკე ავიღოთ 250 გრ შოკოლადი, დავამტვრიოთ და გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე.დავუმატოთ 2ჩ.კ.შავი ყავა(ნალექიანი).გადმოვდგათ და ვურიოთ ვიდრე შოკოლადი არ გასქელდება ჯერ კიდევ თბილ შოკოლადს დავუმატოთ ათქვეფილი კვერცხის გულები, 150გრამი კარაქი და 2ჩ.კ.რომი ან არაყი.ვთქვიფოთ მიქსერით ვიდრე არ მივიღებთ ერთგვაროვან ფაფუკ მასას. ბისკვიტი გამოვიტანოთ ღუმელიდან, მოვაცილოთ ქაღალდი და გადავახვიოთ ნესტიან ტილოში და ისე გავაგრილოთ. ვიდრე ბისკვიტი ცივდება, გავამზადოთ ყავიანი კრემი.ავურიოთ 2ჩ.კოვზი მაგარი შავი(ნალექიანი) ყავა, 2ჩ.კ.რომი ან არაყი და 1ჩ.კ ხსნადი ყავა. 2კვერცხის გულს დავუმატოთ 3ს.კ.შაქარი, ვთქვიფოთ მიქსერით გათეთრებამდე.ათქვეფილ კვერცხის გულებს დავუმატოთ მიღებული ყავის ნარევი და ისევ გავაგრძელოთ თქვეფა.ბოლოს დავუმატოთ 100გრ.კარაქი და ვთქვიფოთ კარგად ვიდრე ფაფუკ და ერთგვაროვან კრემს არ მივიღებთ. დავიწყოთ ახლა ამ ტორტის აწყობა:გავშალოთ ტორტის ბისკვიტი და თანაბრად წავუსვათ შოკოლადის კრემი. ისევ გადავახვიოთ რულეტი და ზემოდან წავუსვათ ყავის კრემი და ჩანგლით დავხაზოთ ისე თითქოს ხის ფესვებია და 1 საათი შევდგათ მაცივარში. 1საათის შემდეგ გამოვიტანოთ გამზადებული რულეტი და ორივე მხარეს ირიბულად ჩამოვაჭრათ 2 ნაჭერი და დავადოთ ზემოდან ტორტს გასაწყობათ, თითქოს მოჭრილი ხის მორებია.გავაფორმოთ ბეზეს სოკოებით და შოკოლადის ფოთლებით.ასევე შეგვიძლია მოვრთოთ თხილითაც.სოკოები და ფოთლები თავადაც შეგვიძლია სახლში გავაკეთოთ.ავთქვიფოთ დარჩენილი კვერცხის ცილა კარგად შაქრის ფხვილთან ერთად.დავსვათ პარკით სოკოები და ვაცხოთ ძალიან დაბალ ტემპერატურაზე 1, 5საათის განმავლობაშე.ვარდის ფოთლები ამოვავლოთ გამდნარ შოკოლადში და გაცივების შემდეგ მოვაცილოთ და მივიღებთ შოკოლადის ფოთლებს. აი ჩვენი საშობაო ტორტი "ლამაზი მდელო" მზადაა.გააცივეთ და ... მიირთვით გემრიელად ჩაისთან ან ყავასთან ერთად! მრავალ შობა–ახალ წელს დაესწარით ჩემო ძვირფასო მკითხველებო! თქვენი მაშა! 82 6-ს მოსწონს
|