საზოგადოება ჯერ "არნახული" სისასტიკით მოკლა ტირილისთვის მამამ 16 კვირის ახალშობილი 2013, 16 დეკემბერი, 12:06 25 წლის მამამ უილიამ სტეფენსმა საკუთარი 16 კვირის ქალიშვილი - პარის ვინს სტეპენსი სიცოცხლეს გამოასალმა მაშინ, როდესაც კოკაინითა და ჰეროინით გაბრუებულმა თავი დაკარგა და გონება აერია, თუმცა როგორც ბრიტანული წყარო იუწყება, მამაკაცი არა ერთხელ იყო ნასამართლევი მსგავსი სისასტიკის ბრალდებებით. მათ შორის, როცა მან 2006 წელს ფეხმძიმე ქალის შეურაცხყოფისა და 2010 წელს კი პოლიციის თანამშრომლის ცემისათვის მოიხადა სასჯელი.მეზობლების დაკითხვით გაირკვა, რომ სტეფანმა მოკრძალებული აღზრდა მიიღო, მაგრამ ის გახდა ნარკოტიკებს მიჯაჭვული, მან შეიძინა ნასამართლობისა და ნარკომანის სახელი.
როგორც წყარო გვატყობინებს, ბავშვს რაღაც აწუხებდა და გამუდმებით ტიროდა, რაც საბაბი გახდა მის მიმართ განხორციელებული სისასტიკისა. მამის თქმით, მეუღლე ექიმთან იყო წასული, რათა დაედგინათ ბავშვის ჭირვეულობის მიზეზი და სწორედ ამ დროს მოხდა ჩვილის "დასისხლიანება".
მკვლელმა უარყო დანაშაული, მაგრამ გუშინ მას ბრისტოლის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.პატარა გოგონას დედას, 19 წლის - დანა ვინცესაც ბრალი ედება ქალიშვილის მკვლელობაში, როგორც ქმრის თანამონაწილეს. ბავშვთა საავადმყოფოს ხელმძღვანელი შოკირებულია მომხდარით.მისი თქმით, მსგავსი სადიზმი და სისასტიკე არასოდეს ენახათ ახალშობილზე. მცირეწლოვანს თვალებში ჩაქცევები აღენიშნებოდა და ტვინის შერყევა ჰქონდა, ყველაზე შემაძრწუნებელი კი იყო ჭარბი სისხლდენა თვალებიდან, რამაც მხოლოდ სამი დღე აცოცხლა პატარა პარისი. რასაც თავდაპირველად უარყოფდა ბრალდებული, მაგრამ ბოლოს მან აღიარა, რომ ოდნავ შეარყია ჩვილი.სასამართლოზე მკვლელმა თქვა: - " მე არ მინდოდა მისი მოკვლა დ და არც რაიმე სახის ზიანის მიყენება, ვცემე იმიტომ, რომ განუწყვეტლივ ტიროდა". ბრისტოლის სასამართლომ მომხდარზე უკვე დაიწყო საფუძვლიანი მოკვლევა და მომდევნო სასამართლო პროცესი მომავალი წლის დასაწყისში გაიმართება. 67 12-ს მოსწონს
|