x
image
რუსუდან ბერიძე
უგემრიელესი "საბავშვო ნაპოლეონი" (მაშას რეცეპტებიდან)
image

ნამცხვარი "ნაპოლეონი"ყველასთვის ცნობილი უგემრიელესი ნამცხვარია, მაგრამ "საბავშვო ნაპოლეონი"სრულიად განსხვავებულია ჩვენთვის ცნობილი ნაპოლეონიდან, როგორც ინგრედიენტების თვლსაზრისით ასევე მომზადების წესითაც, მაგრამ არანაკლებ გემრიელია, რომელიც თქვენს ბავშვებს ძალიან მოეწონებათ.ალბათ ამიტომ უწოდეს “საბავშვო ნაპოლეონი".ამ ნამცხვრის მოსამზადებლად დაგვჭირდება შემდეგი


ინგრედიენტები ფირფიტებისთვის:


–კვერცხი––––––––––3ც.

–შაქარი–––––––––––200გრ.

–ხაჭო––––––––––––250გრ.

–პ/ფქვილი––––––––350გრ.

–ცოტა მარილი

–სოდა-ძმრით––––––1ჩ.კ.


კრემისთვის:

–რძე––––––––1ლ.

–კვერცხი–––––4ც.

–შაქარი––––––200გრ.

–პ/ფქვილი–––3ს.კ.

–ნაღების კარაქი–400გრ.

–ხაჭო––––––––200გრ.(საცერში გატარებული)

–1შეკვრა–––––ვანილი


ცომის მომზადების წესი:

1.ავთქვიფოთ შაქარი და კვერცხი კარგად, დავუმატოთ ცოტა მარილი.

2.ხაჭო ან გავატაროთ საცერში ან ბლენდერში კარგად დავამუშავოთ ერთგვაროვან მასის მიღებამდე.

3.დავუმატოთ ხაჭო გოგლი-მოგლს და კიდევ ერთხელ ავთქვიფოთ.

4.დავუმატოთ სოდა ძმრით ამოყვანილი, პურისფქვილი და მოვზილოთ კარგად რბილი ცომი.

5.გავყოთ მიღებული ცომი 7-8 ნაწილად (თუ ვაცხობთ D=22სმ.ზომის ყალიბში) და ნახევარი საათი შევდგათ მაცივარში.(ცომს დავახუროთ პოლიეთილენის პარკი)

თუ გვინდა ჩვენი ნამცხვარი ისეთი მაღალი გამოვიდეს როგორიც სურათზეა, საჭირო ინგრედიენტები გავაორმაგოთ და ცომი გავყოთ 14-15 ნაწილად.

6.გამოვიტანოთ ცომი და თითოეული ცომი გავაბრტყელოთ ყალიბის ზომაზე და ვაცხოთ 180-200*ტემპერატურაზე ოქროსფერი ფერის მიღებამდე.


კრემის მომზადების წესი:

1.რძე მივიყვანოთ ადუღებამდე.

2.შაქარი და კვერცხი ავთქვიფოთ კარგად, შევაზილოთ ფქვილი, გავაერთიანოთ, ნელნელა შევურიოთ ადუღებული რძე და გამუდმებით ვურიოთ, შევდგათ ნელ ცეცხლზე მუდმივი მორევით შესქელებამდე, 5–10წუთის განმავლობაში.შემდეგ კი შევაგრილოდ.

3.საცერში გატარებული ხაჭოს მასა ავთქვიფოთ კარაქთან ერთად და თანდათან კოვზობით შევათქვიფოთ მოხარშული კრემი და 1 შეკვრა ვანილიანი შაქარი.

4.1-2 ფირფიტა დავაქუცმაცოთ ნამცხვარზე მოსაყრელად.

5.მიღებული კრემი წავუსვათ ფირფიტებს, ზემოდან და გვერდებზე კი მოვაყაროთ დაქუცმაცებული ნამცეცები.

შეგვიძლია თავზე მოსაყრელად გამოვიყენოთ მოხალული და წვრილად დაჭრილი კაკალი ან თხილი.ძალიან გემრიელი გამოდის ამ რეცეპტით მომზადებული "საბავშვო ნაპოლეონი".პირდაპირ პირში დნება და მოხედვასაც ვერ მოასწრებთ ისე გაქრება სუფრიდანაც.გააკეთეთ და ისიამოვნეთ თქვენ პატარებთან ერთად ამ უგემრიელესი ტკბილეულით.


მიირთვით გემრიელად!image


თქვენი მაშა


2
634
7-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
634
  
2013, 13 დეკემბერი, 21:00
ხო მაგრამ ხაჭოს ხარისხსაც გააჩნია.რუსეთში სულ სხვანაირი ხაჭოა და აქაური გამოდგება?
2013, 13 დეკემბერი, 20:49
ეს მართლა რაღაც ახალია, ხაჭო მოხარშულ კრემთან არასოდეს მინახავს. საინტერესოა...
0 1 2