ნამცხვრები გემრიელი ნამცხვარი–"საშობაო ვარსკვლავები" (მაშას რეცეპტებიდან) 2013, 12 დეკემბერი, 16:31 ![]() –150გრ–––––შაქრის პუდრა –1ჩ.კ–––––––დაფქული დარიჩინი –1–––––––––კვერცხი –1ს.კ–––––––ნუშის ლიქიორი მ ო მ ზ ა დ ე ბ ა: კვერცხის გული და დანარჩენი პროდუქტები ავურიოთ თასზე და შემდეგ მიქსერის დახმარებით ავთქვიფოთ, ვიდრე ერთგვაროვან მასად არ გადაიქცევა.მიღებული ცომი გავაბრტყელოთ ნამცხვრის ქაღალდზე 5-6მმ–სისქეზე.ვარსკვლავის ფორმით გამოვჭრათ ვარსკვლავები და შემდეგ გადავუსვათ თეთრი მინანქარი. მინანქრისთვის დაგვჭირდება 1კვერცხის ცილა და 70 გრ.შაქრის პუდრა.ავთქვიფოთ კარგად მიქსერით და მინანქარიც მზადაა. უკვე მომინანქრებული ვარსკვლავები შევდოთ ღუმელში გამოსაცხობად 150°, 12-15 წუთის განმავლობაში. ალბათ დარწმუნდით რომ სულ უბრალო გასაკეთებელია, მაგრამ ძალიან გემრიელია.გააკეთეთ და ... მიირთვით გემრიელად! ![]() მრავალ შობა–ახალ წელს დაესწარით! თქვენი მაშა 154 6-ს მოსწონს
|