x
image
რუსუდან ბერიძე
ყველასათვის საყვარელი პეროგი "ზებრა".მარტივი და გემრიელი(მაშას რეცეპტებიდან)
image

"ზებრა"ეს არის ჩემი ნომერი პირველი უსაყვარლესი ნამცხვარი.ამ პეროგის დაცხობა, ჯერ კიდევ ბავშვობაში ვისწავლე და დღესაც შეუცვლელია ჩემთვის და ჩემი ოჯახის წევრებისთვის.უბრალო და ძალიან გემრიელია. გთავაზობთ ამ პეროგის მომზადების ჩემებურ ვერსიას.


საჭირო პროდუქტები:

–5კვერცხი


–1.5–2ჭიქა შაქარი

–მარგარინი–150-200გრ.(გამდნარი და შეგრილებული)

–0, 5ჩ.კ სოდა(ძმრით ამოყვანილი)

–ფქვილი–2ჭ(250-270გრ)

–კაკაოს ფხვნილი

მომზადების წესი ეტაპობრივად: (ფოტოების დართვით)

image
1.კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან ერთად

კარგად–გათეთრებამდე.







image


2.დავუმატოთ არაჟანი სოდით და ძმრით, გამდნარი მარგარინი, 1, 5ჭიქა გაცრილი ფქვილი და

ვურიოთ კარგად, ვიდრე არ გაიხსნება ფქვი-

ლი და ერთიან მასას არ მივიღებთ.(უმჯობესია მიქსერით)





image

3.გავყოთ მიღებული ცომი 2 თანაბარ ნაწილად და ერთ ნაწილს და-

ვუმატოთ 2ს.კ ფქვილი და ავურიოთ კარგად.

image





image




4.მეორე ნაწილს კი დავუმატოთ

2ს.კ.-კაკაოს ფქვილი(გაცრილი)

და მოვურიოთ კარგად ვიდრე არ გაერთიანდება.ცომი უნდო იყოს

დასასხმელი. image






5.მოზრდილ ნამცხვრის ყალიბს(D=26-28სმ)წავუსვათ ცხიმი და ცენტრში რიგრიგობით დავიწყოთ ცომის დასხმა სუფრის კოვზობით, არ ავურიოთ ერთმანეთში.

6.საბოლოოდ კი მივიღებთ ასეთ შედეგს: image


image











7.გამოვაცხოთ პეროგი "ზებრა"190-200 გრადუსზე წინასწარ გახურებულ აირღუმელში, ნახევარი საათის განმავლობაში.თუკი თავზე მალე გადაწითლდება და გულში არ არის გამომცხვარი, როცა ხის ჩხირით გავსინჯავთ, დავუწიოთ ცოტა ღუმელს და თავზე ტყვიის ქაღალდი(ფოლგა) დავაფაროთ მზადყოფნამდე.image

ჩვენი გემრიელი "ზებრაც"მზად არის.მე უბრალოდ ასეთი ზებრა მიყვარს, მაგრამ შეგიძლიათ კრემითაც მორთოთ, უხდება მოხარშული შედედებული რძის(სგუშონი მალაკოს)კრემიც და თავზე მოვაწუწოთ გამდნარი შოკოლადი.ან უბრალოდ კრემის გარეშე მოვასხათ მდნარი შოკოლადი, მაგრამ ძალიან ტკბილი რომ არ გამოვიდეს, ცომში შაქრის რაოდენობა უნდა შევამციროთ.მე მგონი ისე გასაგებად ავხსენი, არც დამწყები დიასახლისებისთვის იქნება ამის მომზადება ძნელი.გააკეთეთ ჩემი რეცეპტით ეს უგემრიელესი და უმარტივესი “ზებრა" და...


მიირთვით გემრიელად!image



თქვენი მაშა













4
6941
11-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
6941
  
2016, 26 ნოემბერი, 11:03
გამარჯობა,შეგიძლიათ,დააზუსტოთ არაჟნის რაოდენობა? :)
2013, 11 დეკემბერი, 16:59
გავითვალისწინებ ;)
2013, 11 დეკემბერი, 16:57
კარგი გენაცვალე.ესეც მოსინჯე,მე თუ არაჟანი არ მაქვს.მაწონსაც ვიყენებ,მაგრამ არაჟნით უკეტესია.
2013, 11 დეკემბერი, 16:53
ზოგჯერ გამომდის, ზოგჯერ არა :( არადა ჩემს მეუღლეს უყვარს და ვცდილობ გავახარო ხოლმე. აუცილებლად მოვსინჯავ მარხვა რომ გავა :)
0 1 4