x
image
worldsport.ge
უჰრინმა “პლზენიდან” ვრბა გააცილა

imageთბილისის “დინამოს” ყოფილი მწვრთნელი დუშან უჰრინი, პლზენში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს დაესწრო, რომელშიც ადგილობრივმა “პლზენმა” მოსკოვის ცსკა 2:1 დაამარცხა.
პაველ ვრბასთვის, რომელიც “პლზენში” ხუთწელიწადნახევარი მოღვაწეობდა, გუნდის თავკაცის პოსტზე ეს შეხვედრა ბოლო აღმოჩნდა, რადგან მოღვაწეობას ჩეხეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად გააგრძელებს.
ჩეხური გამოცემა isport.blesk.cz-ი უმცროსი უჰრინი “დოოსან არენის” ვიპ ლოჟაში იჯდა და მატჩს თვალყურს ყურადღებისთ ადევნებდა, ხოლო “პლზენის” გამარჯვების შემდეგ, სხვა გულშემატკივრების მსგავსად ტაში დაუკრა.
უჰრინი “პლზენის” მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად არ დაუნიშნავთ, მაგრამ ეს საკითხი უახლოეს ხანში გადაწყდება. სწორედ, იმის გამო, რომ ჩეხური კლუბიდან მიწვევა ჰქონდა, ურინმა თბილისის “დინამოსთან” კონტრაქტი ნაადრევად შეწყვიტა და სამშობლოში დაბრუნდა.
ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0