საზოგადოება პოპ - მუსიკის მეფედ წოდებული მაიკლ ჯეკსონის უფროსი და 57 წლის ასაკში გათხოვდა 2013, 10 დეკემბერი, 15:37 პოპ - ვარსკვლავ მაიკლ ჯეკსონის უფროსი და ლა ტოია ჯეკსონი 57 წლის ასაკში თავის ძველ მეგობარზე და ბიზნეს - პარტნიორზე ჯეფრი ფილიპზე დაქორწინდა.წყვილმა ლოს ანჟელესში იქორწინა და როგორც პრესისთვის გახდა ცნობილი, მათ ქორწინებას ესწრებოდნენ: ჯეკსონის დედა, ჯეკსონის უმცროსი და ჟანეტი და მაიკლ ჯეკსონის უფრო ვაჟი - -პრინსი.როგორც ბრიტანული პრესა წერს, ჯეფრი ყოველთვის მათ გვერდით იყო. ის საუკეთესოდ ხვდება ლა ტოიას თითოეულ სურვილს და უსიტყვოდ აგვარებს ბიზნესს. ამიტომაცაა მათი ფინანსური საქმეები საუკეთესო მდგომარეობაში. - "ისინი არიან საუკეთესო მეგობრები და ეს არის საუკეთესო ოჯახი"- ციტირებს ახალდაქორწინებულებზე მეგობარი StarHi. რამდენიმე ხნის წინ ლა ტოიამ ფილიპსი საუკეთესო მეგობრად დაასახელა. ცნობილია, რომ მამაკაცმა მომღერალს პირდაპირ სცენაზე სთხოვა ხელი მისსავე რეალითი შოუში "Жизнь с Ла Тойей". როგორც საზოგადოებისთვისაა ცნობილი, 1989 წლიდან 1996 წლამდე ლა ტოია ცოლად გაჰყვა თავის ყოფილ მენეჯერს ჯეკ გორდონს. ამ ქორწინებაზე მოგვიანებით მომღერალი სინანულით წერდა, რომ ამ ქორწინებით ცხოვრებაში ძალიან ბევრი დაკარგა. გარდა ამისა, ცნობილია, რომ პოპ - მუსიკის მეფედ წოდებული მაიკლ ჯეკსონის მეორე დაც - 46 წლის ჟანეტი 2013 წელს გაჰყვა ცოლად მილიარდელს ვის ალ - მანას. 42 12-ს მოსწონს
|