საზოგადოება დედამიწის ყველაზე მხცოვანი ადამიანი 123 წლის გახდა 2013, 10 დეკემბერი, 14:36 რამდენიმე თვის წინ, როგორც ცნობილი გახდა ეს ადამიანი 123 წლის გახდა. კარმელო ფლორენს ლაურა -მცხოვრები მაღალმთიან სოფელში ოკეანესთან ახლოს ბოლივიაში.თუკი ოფიციალურ დოკუმენტებს დავუჯერებთ, მისი დაბადების მოწმობის მიხედვით მან მოხსნა მსოფლიო რეკორდი დედამიწის ყველაზე ხანდაზმულ ადამიანებს შორის.
წყაროს ინფორმაციით, ლაურა არის ძირძველი ინდიელი " Aymara",
რომელიც ერთი პატარა ზომის ჭუჭყიან ქოხში ცხოვრობს, რომელი ქოხიც სილით არის დახურული.ლაურამ არ იცის ესპანური, არ აქვს არანაირი განათლება და დიდი ხანია არ აქვს კბილები.მას არ ესაჭიროება ჯოხი გადაადგილებისთვის და არც სათვალე. ლაურას შეუძლია თავისი ხალხის ენაზე საინტერესო ხუმრობა ხმამაღლა და გარდა ამისა, მას აქვს საუკეთესო მეხსიერება და სმენა, თუმცა არ ახსოვს დაბადების თარიღი, მაგრამ მისი დაბადების მოწმობის მიხედვით ფლორენსო 1890 წელს არის დაბადებული.
მხცოვანი კარმელო, რომელმაც მეუღლე 10 წლის წინ დაკარგა, საუბრობს იმ საიდუმლოზე, რის გამოც მან 123 წელს მიაღწია.იგი არასოდეს არ ჭამდა მაკარონს და შაქარს. ის ამბობს, რომ ყოველთვის ეხმარებოდა ცოლს და მასთან ერთად ჭამდა მხოლოდ იმას - "что могли найти".
ლაურა ფლორენსის გადმოცემით, ის მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე მიირთმევდა მხოლოდ და მხოლოდ მსუბუქ სტიმულიატორებს ერთადერთი მიზნით - შიმშილის გრძნობის დაკარგვისთვის.მისი ძირითადი საკვები იყო ფორთოხალი, რომელსაც მოხუცი დიდი სიამოვნებით დღესაც მიირთმევს. 263 14-ს მოსწონს
|