სხვა ჭიქებში განსახიერებული 7 მომაკვდინებელი ცოდვა 2013, 10 დეკემბერი, 12:04 ![]() ![]() 1. მრისხანება ![]() ![]() მრისხანება ხშირად უფრო მეტად აზარალებს მას, ვინც ამ გრძნობას განიცდის, ვიდრე ამ გრძნობის ობიექტს. ასევეა ჭიქის დიზაინი: წაწვეტებულმა კიდემ შეიძლება პატრონი გაკაწროს. 2. სიძვა ![]() ![]() ამ ჭიქიდან დალევა საკმაოდ რთულია. ენით დიდი შრომაა საჭირო იმისთვის, რომ გაწიო ბურთულა, რომელიც ჭურჭლის ფსკერზე მდებარეობს. 3. ამპარტავნება ![]() ![]() სიამაყემ იმდენად აამაღლა ჭიქის გვერდები, რომ დალევა ძალიან ძნელი გახდა: ღვინოს აუცილებლად გადაიღვრი. ასეა ადამიანებშიც: ზედმეტად ამპარტავან ადამიანთან ურთიერთობა ძალიან ძნელია და ამით თავადვე ზარალდება. 4. ანგარება ![]() ![]() ამ ჭიქას უამრავი გამონაზარდი აქვს, რის გამოც, მართალია, ჩვეულბრივთან შედარებით მეტი ღვინო ეტევა, მაგრამ დალევა კი ძალიან რთულია მათი მოღუნული ფორმის გამო. ღვინო აუცილებლად გადმოგესხმებად სახესა და პერანგზე. 5. შური ![]() ![]() ეს ჭიქა ნახვრეტებით არის დაფარული. მხოლოდ ძირზე თუ დაასხამ და იქიდანაც, დალევის დროს ნახევარი დაიღვრება. საბოლოოდ, შეგშურდება იმისი, ვისაც ნორმალური ჭიქა ხვდა წილად. 6. უქნარობა ![]() ![]() ეს ჭიქა აუცილებლად სხვამ უნდა დაუკავოს ადამიანს და წვეთ-წვეთად ასვას მასში მოთავსებული ღვინო. უქნარობა ერთი მხრივ საშუალებას გაძლევს მოსვენებული და უსაქმური იყო, მეორე მხრივ კი სხვაზე დამოკიდებულს გხდის. ასევეა ეს ჭიქაც, დამოკიდებული ხარ მასზე, ვისაც იგი უჭირავს. 7. ნაყროვანება ![]() ![]() ამ ჭიქიდან ყველაზე ადვილია დალევა, ღვინოც ჩვეულებრივთან შედარებით მეტი ჩადის. მაგრამ შესახედავად ძალიან უშნოა, ისევე, როგორც ეს გრძნობა. 630 6-ს მოსწონს
|