x
image
ვიზა კოხაძე
ჰოლივუდის ვარსკვლავური წყვილის საიდუმლო პაპარაცებმა გამოავლინეს

imageნოემბრის ბოლოს ჰოლივუდის ვარსკვლავური წყვილის
- ეშტონ კატჩერისა და დემი მურის ხმაურიანი განქორწინება ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა, როცა მათ შეძლეს და ოფიციალურად ერთმანეთს გაშორდნენ.მოუთმენლად ელოდა ამ დღეს კიდევ ერთი უკრაინული წარმომავლობის კაშკაშა ვარსკვლავი ჰოლივუდისა - მილა კუნისა, რომელსაც ორწლიანი სასიყვარულო ურთიერთობა აქვს მსოფლიოში ყველაზე მდიდარ მსახიობთან ეშტონ კატჩერთან. გასულ თვეში იმასაც წერდნენ, რომ მილა ფეხმძიმედ იყო და არა ერთხელ გახდა მსახიობი პაპარაცების მსხვერპლი, როცა მას ხშირად ხედავდნენ ეშტონის დედასთან ერთად შოპინგებზე.imageimage

ამჯამად კი საკითხი სხვაგვარად დგას, რაც გულისხმობს ვარსკვლავური წყვილის საიდუმლო ჯვრისწერის ან ხელის მოწერის ცერემონიას.მათი სურვილიც ხომ სწორედ ეს იყო, რომ საკუთარი ურთიერთობა დაეკანონებინათ.სანდო წყაროები წერენ, თუ როგორ პოზირებდნენ მსახიობები კამერების წინ, თავიანთი თაყვანისმცემლების თანდასწრებით და ამ დროს გამჟღავნდა მათი საიდუმლოც:- " მილა ძალიან საყვარლად და თბილად იქცეოდა... ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ მას მარცხენა საჩვენებელ თითზე არც თუ დიდი, მაგრამ ულამაზესი image
საქორწინო ბეჭედი ეკეთა:...image

წყვილი პატარა ქალაქ "Шерман - Оукс" -ში დააფიქსირეს, როცა ისინი საღამოს ერთად სეირნობდნენ და დროს ზედმეტად მხიარულად ატარებდნენ. გვიან ღამით კი ისინი ბარში დასხდნენ. მათ რამდენიმე ფოტოც კი გადაიღეს. გარდა ამისა, ისინი განსაკუთრებულად კარგ ხასიათზე იყვნენ და ხელს არ უშვებდნენ და მუდმივად ეხუტებოდნენ ერთმანეთს.როგორც უცხოური პრესა წერს, სწორედ ეს გახდა საბაბი იმისა, რომ წყვილი უკვე დანიშნულია, რომელსაც ოფიციალურად არ აცხადებენ, თუმცა არც მალავენ.image

0
104
12-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0