ნამცხვრები ხაჭოსა და შოკოლადის უგემრიელესი ნამცხვარი ,,მარმარილო" (მაშას რეცეპტებიდან) 2013, 5 დეკემბერი, 9:50
ეს ნამცხვარი კი არა უბრალოდ შოკოლადიანი ბომბია.როცა პირველად დავაცხვე, ვიფიქრე “ ამას როდის გავათავებთ...", იმოდენა იყო, მაგრამ პირველი ნაჭერი რომ გავსინჯე, მივხვდი რომ მას სიცოცხლის ბევრი დრო არ დარჩენოდა, ისეთი გემრიელი იყო და ყველას ძალიან მოეწონა.
მინდა თქვენც იგემოთ ეს საოცრად გემრიელი ნამცხვარი და ისიამოვნოთ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, ამისთვის კი საჭიროა
შემდეგი ინგრედიენტები:
თეთრი ცომისთვის: –ხაჭო–400გრ. –არაჟანი–6ს.კ –შაქარი–4ს.კ –კვერცხი–2ც –ფქვილი– 2ს.კ –ვანილი–1შეკვრა –1ჩ.კ–გამაფხვიერებელი ან 1/2ჩ.კ– სოდა ძმართან ერთად შოკოლადიანი ცომისთვის: –შავი შოკოლადი–200გრ. –ნაღების კარაქი–200გრ. –კვერცხი–5ც. –შაქარი– 5ს.კ. –ფქვილი–5ს.კ. –ვანილი–1 შეკვრა –1/2 ჩ.კ–სოდა ძმრით. მ ო მ ზ ა დ ე ბ ა : 1.ავთქვიფოთ ერთად ხაჭო, არაჟანი, შაქარი და კვერცხი, დავამატოთ გამაფხვიერებელი ან სოდა ძმრით და ფქვილი. მოვურიოთ კარგად ერთგვაროვანი ცომი რომ მივიღოთ. 2.ცალკე მეორე თასზე დავამტვრიოთ შოკოლადი და კარაქთან ერთად გავადნოთ ორთქლზე და გავაცივოთ. 3.კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან ერთად, დავამატოთ ვანილი, სოდა ძმართან ერთად და შევურიოთ გამდნარ შოკოლადს, თანდათან დავამატოთ ფქვილიც და მივიღებთ შოკოლადიან ცომს. 4.შემდეგ წავუსვათ ზეთი მრგვალ ფორმას(მე ვაცხობ 24სმ.დიამეტრის ფორმაში) 5.ვათავსებთ ფორმაში ჯერ შოკოლადიან მასას, ზემოდან კი ხაჭოიან ცომს ვასხამთ. 6.ხის ჯოხით დავხაზოთ ღრმად.(ამას ვაკეთებთ სილამაზისთვის) 7.გამოვაცხობთ 180 გრადუს ტეპერატურაზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში, 40-60 წთ-ის განმავლობაში. გაცივების შემდეგ დაჭერით და... გემრიელად მიირთვით ! თქვენი მაშა 3235 5-ს მოსწონს
|