x
image
ვიზა კოხაძე
ტრაგიკულად დაღუპული მსახიობის პოლ უოლკერის 14 წლის ქალიშვილმა ინტერნეტში გამოსათხოვარი წერილი გამოაქვეყნა

image
ინტერნეტ სივრცე, სოციალური მედია, პრესა, ტელევიზია ორი დღეა ცნობილი ამერიკელი მსახიობის პოლ უოლკერის ტრაგიკულ სიკვდილზე საუბრობს, მსახიობი, რომელიც უზომოდ შეიყვარა მაყურებელმა და უზომოდ დასწყვიტა გული მისმა მოულოდნელმა გარდაცვალებამ მის გულშემატკივარს.დღეს კი ინტერნეტში მსახიობის 14 წლის ქალიშვილის წერილი გავრცელდა, სადაც გოგონა საყვარელი მამისა და მის თბილ ურთიერთობაზე საუბრობს. ეს არის გამოსათხოვარი სიტყვა, რომელიც ქალიშვილმა მამის გარდაცვალების შემდეგ გამოაქვეყნა: - " როდესაც პატარა ვიყავი, ის მასწავლიდა, როგორ უნდა მევლო, როგორ უნდა მეცინა, როგორ არ უნდა დავნებებულიყავი.მე ის იმაზე მეტად მიყვარდა, ვიდრე სიყვარულია, ის ჩემი გმირი იყო, ცხოვრების რეალური გმირი, ის ყოველთვის ჩემს გულში იქნება, ახლა ცრემლები მომდის, როდესაც ამ წერილს ვწერ... ის წავიდა, მაგრამ არასოდეს მიეცემა დავიწყებას". ეს გულისამაჩუყებელი წერილი ინტერნეტში გავრცელდა და გოგონას გულიდან ამოსულმა თითოეულმა სიტყვამ უამრავი გამოხმაურება ჰპოვა სოციალურ ქსელებში.

image

როგორც მსოფლიომ შეიტყო, მსახიობი პოლ უოლკერი 30 ნოემბერს კალიფორნიის შტატის ქალაქ ვალენსიაში ავტოკატასტროფაში სწორედ იმ დროს დაიღუპა, როდესაც ის თავისი საქველმოქმედო ღონისძიებიდან უკან ბრუნდებოდა.დიდი სისწრაფით მიმავალი მანქანა ხეს შეასკდა და ცეცხლის ალში გაეხვა.ავტომანქანას პოლის მეგობარი მართავდა და მძღოლიც და მსახიობიც ადგილზე გარდაიცვალნენ.

3
165
10-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
165
  
2013, 8 დეკემბერი, 21:25
ეჰ:(:(:(:(:(
2013, 5 დეკემბერი, 21:30
სამწუხაროა
2013, 2 დეკემბერი, 19:29
როგორი უსუსური და უაზრო მიზეზები აქრობს ამ ხალხს ამ სამყაროდან...იქ უკეთესია,მე მწამს და მჯერა ამის,უბრალოდ აქაური ცხოვრებით უნდა მოიპოვო ის უკეთესი...
0 1 3