x
image
რუსუდან ბერიძე
ტორტი,,ბაუნტი".(ტორტი კი არა ნამდვილი ზღაპარია) მაშას რეცეპტებიდან.
image

ჩემო ძვირფასო დიასახლისებო, ახლა შემოგთავაზებთ მართლაც ზღაპრული ტორტის რეცეპტს.საოცრათ ჰაეროვანი და უგემრიელესი და ორიგინალური ტორტია.ახლა შევუდგეთ მის მომზადებას.ამისთვის კი საჭიროა შემდეგი ინგრედიენტები:


1.ბისკვიტის ცომი.


4– კვერცხი

120გრ.–შაქარი

80გრ.–ფქვილი

20გრ.–კაკაოს ფხვილი

20გრ.–სახამებელი

1/2ჩ.კ–გამაფხვიერებელი

2.შემავსებელი.

6-7 ს.კ–მანანის ბურღული

500მგ.–რძე

200გრ–შაქარი

200გრ–ნაღების კარაქი

1პაკეტი–ვანილი

250გრ–ქოქოსის ფანტელი

ტორტის მოსართავად:

150გრ–რძე

1პაკეტი–ნაღები

კაკაო

შაქარის მძივები

მ ო მ ზ ა დ ე ბ ა:


1.ბისკვიტის ცომის მომზადება:

4 კვერცხის ცილა და გული ავთქვიფოთ ცალ-ცალკე და შემდეგ შევაერთოდ.ცალკე თასზე გავცრათ ფქვილი, კაკაოს ფხვნილი და სახამებელი.დავამატოთ გამაფხვიერებელი, ავურიოთ კარგად.შემდეგ კი ნელნელა კოვზის ფრთხილი მორევით(ერთი მიმართულებით უნდა ვურიოთ)მოვამზადოთ ცომი.

2.ფორმაში წავუსვათ კარაქი კარგად და თანაბრად გავანაწილოთ ცომი და გამოვაცხოთ 150 გრადუს ტემპერატურაზე.მზადყოფნა შევამოწმოთ ხის ჩხირით.

3.გულსართი ადრიანად უნდა მოვამზადოთ და შევინახოთ მაცივარში

4.გულსართისთვის ავადუღოთ რძე, ჩავყაროთ მანი და მოვხარშოთ, დავუმატოთ ვანილი.კარგად გავაცივოთ მუდმივი მორევით, რომ გაერთიანებული იყოს.

5.ცალკე ავთქვიფოთ კარაქი შაქართან ერთად და შევათქვიფოთ გაციებულს მანის ფაფას.შევურიოთ ქოქოსის ფანტელი.მომზადებული გულსართი შევინახოთ მაცივარში.

6.გაცივებული ბისკვიტი გავჭრათ შუაზე.გამოვიტანოთ გულსართი.ის საკმაოდ შემაგრებული იქნება და შეგვიძლია ხელით მივცეთ მრგვალი ფორმა და გავაბრტყელოთ ბისკვიტის ზომაზე და დავადოთ ბისკვიტის ერთ ნაწილს და დავადოთ ბისკვიტის მეორე ფენა.გარედან მოვრთოთ ნაღების კრემით.მე მას ასე ვამზადებ:150 გრამ გაციებულ რძეს ვათქვეფ 1პაკეტ ნაღებს.(შეგიძლიათ შაქარიც დაუმატოთ გემოვნებით, თუ ძალიან ტკბილი გიყვართ) შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი სხვა კრემი გამოიყენოთ.მაგრამ ნაღების კრემი ამ ტორტს ძალიან უხდება.

7.მოვრთოთ ნაღების ჰაეროვანი კრემით.მოვაფრქვიოთ კაკაო(შეგიძლიათ გახეხილი შოკოლადიც მოაყაროთ) და შაქრის მძივებით მოვრთოთ.

ჩემო ძვირფასო მკითხველებო, ამ რეცეპტით მოამზადეთ ეს საოცარი ტორტი და ასიამოვნეთ ოჯახის წევრებს და მეგობრებს.


მიირთვით გემრიელად !image


თქვენი მაშა.

2
4740
9-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
4740
  
2013, 5 დეკემბერი, 17:08
24-25 ზომის ფორმაში ნორმალური გამოდის
2013, 5 დეკემბერი, 16:06
რა ზომის ფორმაში უნდა გამოვაცხოთ?
0 1 2