x
image
worldsport.ge
უჰრინმა “პლზენთან” მოლაპარაკების დაწყება უარყო

imageთბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა დუშან უჰრინმა, ჩეხური საფეხბურთო კლუბის “პლზენის” მხრიდან მასთან ოფიციალური კონტაქტი უარყო.
პარასკევს, ჩეხურმა გამოცემამ sport.aktualne.centrum.cz-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “დინამოს” თავკაცმა “პლზენთან” მოლაპარაკება დაიწყო.
თუმცა, “სპარტაკი”-“დინამოს” მატჩის (0:4) შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე უჰრინმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო:
“ამ ეტაპზე ოფიციალურად არაფერი ხდება. “პლზენთან” კონტაქტი არ მაქვს. “დინამოსთან” კონტრაქტი მაკავშირებს და თუ “პლზენის” მხრიდან ადგილი ოფიციალურ შეთავაზებას ექნება, პირველ ყოვლისა ამ საკითხზე ჩვენი კლუბის პრეზიდენტ რომან ფიფიასთან ვიმსჯელებ”.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0