x
image
worldsport.ge
“შალკეს” აოგო გამოაკლდა

image“ჰამბურგიდან” “შალკეში” იჯარით მყოფი მცველი დენის აოგო მიმდინარე სეზონის ბოლომდე თამაშს ვერ შეძლებს. როგორც გელზენკირხენული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, 26 წლის ფეხბურთელმა პარასკევს გამართულ ვარჯიშზე უმძიმესი ტრავმა მიიღო. სამედიცინო გამოკვლევის შედეგად ცნობილი გახდა, რომ აოგოს მუხლის მყესები აქვს დაზიანებული.
მიმდინარე სეზონში აოგომ “შალკეს” მაისურით ბუნდესლიგის 12 მატჩში და ჩემპიონთა ლიგის ხუთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.


www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0