x
image
worldsport.ge
მოურინიომ თმა თავად შეიჭრა

imageლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ თვითონ “გადაიხოტრა თავი” და თმის საკრეჭი “მანქანა” ფერნანდო ტორესისგან ითხოვა.
პორტუგალიელი ახალი ვარცხნილობით შაბათს პრემიერლიგაში “ვესტ ჰემთან” მოგებულ (3:0) მატჩში გამოჩნდა.
“ეს ვარცხნილობა საწვრთნელ ბაზაზე თავად გავიკეთე. ფერნანდოს ვთხოვე, რომ თავისი “მანქანა” ეთხოვებინა და თმა სარკის წინ შევიჭერი. ყველაფერი კარგად და იაფად გამოვიდა. თუმცა, ვიდრე სახლში დავბრუნდებოდი, ცოლს ფოტო გავუგზავნე. მსურდა დავრწმუნებულიყავი, რომ სახლში შემიშვებდნენ. არავითარი პრობლემა არ შექმნილა. მას ყველაფერი მოეწონა” – მოურინიოს სიტყვებს გამოცემა Daily Mirror-ი ავრცელებს.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

1
279
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
279
  
2013, 27 ნოემბერი, 13:42
გიჟი გიჟიიიი :D
0 1 1