x
image
worldsport.ge
“ბარსას” ვალდესი 6 კვირით დააკლდება

imageკატალონიის “ბარსელონას” კარის დარაჯი ვიქტორ ვალდესი გუნდს უახლოესი 6 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება. ამის მიზეზი სამხრეთ აფრიკასა და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში მიღებული ტრავმაა.
ბარსელონაში დაბრუნებულ ვალდესს დაზიანებულ ფეხზე გამოკვლევა ჩაუტარდა და დადასტურდა, რომ მას კუნთი აქვს გაწყვეტილი. კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 31 წლის მეკარე დაახლოებით 6 კვირას გამოტოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ლიონელ მესის მსგავსად, მიმდინარე წელს ვერც ის ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ მესისა და ვალდესის გარდა “ბარსას” ლაზარეთში ხორდი ალბაცაა. მცირე ტრავმები აწუხებთ ჩავის, პიკეს, ფაბრეგასსა და ალვესს. შესაძლოა, შაბათს “გრანადასთან” გასამართ შეხვედრაში ვერც ამ ოთხეულმა ითამაშოს.


მიშა ზაქარეიშვილი

www.worldsport.ge

0
10
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0