x
image
worldsport.ge
პირლო “იუვენტუსს” ახალ კონტრაქტზე შეუთანხმდა

imageტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ კლუბის ხელმძღვანელობასთან ახალი კონტრაქტის პირობები შეათანხმა. როგორც Sky Sport Iltalia იტყობინება, ხელშეკრულება 2016 წლამდეა გათვლილი და ის ოფიციალურად უახლოეს დღეებში გაფორმდება. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ახალი შეთანხმებით ფეხბურთელის წლიური ანაზღაურება 3, 5 მილიონი ევრო იქნება.
პირლო “იუვენტუსში” 2011 წელს “მილანიდან” გადავიდა. 34 წლის ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში, იტალიის ჩემპიონატში 11 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.



www.worldsport.ge

0
16
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0