x
image
worldsport.ge
“ფულემს” “ანჟის” ექსმწვრთნელი გაუძღვება

imageმახაჩყალის “ანჟის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი რენე მელენსტენი ინგლისის “ფულემს” უთავკაცებს.
მელენსტენი ლონდონელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე მარტინ იოლს შეცვლის, რომელიც თანამდებობიდან გაშვების მიუხედავად, სამწვრთნელო შტაბში დარჩება და ახალ თავკაცს აქტიურად დაეხმარება.
ოქტომბრის ბოლოს, მელენსტენი ყატარის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ დირექტორად დაინიშნა, მაგრამ ხსენებულ პოსტზე მცირე ხანს იმუშავა.
აქვე გეტყვით, რომ 49 წლის ჰოლანდიელი სპეციალისტი 2007-2013 წლებში “მანჩესტერ იუნაიტედში” ალექს ფერგიუსონის თანაშემწე იყო.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0