x
image
worldsport.ge
მესუთ იოზილი: “ინგლისში გუნდების დონე უფრო თანაბარია, ვიდრე ესპანეთში”

imageლონდონის “არსენალის” გერმანელმა ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა ინგლისის ჩემპიონატი ესპანეთისას შეადარა და თქვა, რომ პრემიერლიგაში ფეხბურთელს პროფესიული თვალსაზრისით მეტი გაზრდის შანსი აქვს, ვიდრე პრიმერა დივიზიონში.
იოზილმა მადრიდის “რეალში” სამი სეზონი გაატარა და “არსენალში” გასული ზაფხულის მიწურულს გადავიდა.
“ინგლისში უფრო თანაბარი დონის გუნდები არიან, ვიდრე ესპანეთში. ინგლისის ჩემპიონატში მსოფლიოს საუკეთესო კლუბები გამოდიან და ამიტომ, აქ ფეხბურთელს პროფესიული თვალსაზრისით უფრო სწრაფად გაზრდის შანსი აქვს. პრემიერლიგაში აუცილებელია, რომ ყველა მატჩში შედეგის მისაღწევად ბოლომდე იბრძოლო. ინგლისში ყველა თამაშს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ასეთი რამ მსოფლიოში სხვაგან არსად არ ხდება” - განუცხადა იოზილმა le10sport-ს.

ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0