ნამცხვრები ალუბლის ტორტი,,გემრიელი ქოხი" 2013, 7 ნოემბერი, 21:52
ინგრედიენტი ტორტის ცომისთვის:
––––––––––––––––––––––––––––
მარგარინი–200გრ.
არაჟანი–300გრ. ფქვილი–4 ჭიქა. შაქარი–1/2 ჭიქა. სოდა–1ჩ.კ. ვანილი და ცოტა მარილი. ტორტის გულსართისთვის: –––––––––––––––––––––– ალუბლის მურაბა, ან გაყინული ალუბალი–700გრ. 3 სუფრის კოვზი შაქარი. ტორტის კრემისთვის: ––––––––––––––––– ნაღების კარაქი–250გრ. შედედებული რძე–2 ქილა. ვანილი. მ ო მ ზ ა დ ე ბ ა: –––––––––––––––– მარგარინი შაქართან ერთად გავხეხოთ მსხვილ სახეხზე, დავამატოთ არაჟანი ძმრით ამოყვანილ სოდასთან ერთად, შევაყაროთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი.ცომი არის საკმაოდ მკვრივი.1 საათი შევდგათ მაცივარში. თუკი გაყინულ ალუბალს გამოვიყენებთ, გავადნოთ, ზედმეტი წვენისგან გავანთავისუფლოდ, დავამატოთ შაქარი. გამოვიღოთ მაცივრიდან ცომი და გავყოთ 3 ნაწილად.შემდეგ კი თითოეული მათგანი გავყოთ 6 ნაწილად.გავაბრტყელოთ თითოეული 7სმ.30სმ-ზე ზომის მართკუთხედად.ფირფიტის შუაში დავაწყოთ ალუბლის მარცვლები 1-2სმ-ის დაცილებით.გადავკეცოთ ცომი, მოვუკრათ თავი, გადავაბრუნოთ ცომი და ისე დავდოთ ტაფაზე.ასე გავამზადებთ ყველა ჩხირს.შევდგათ ღუმელში და გამოვაცხოთ 200 გრადუს ტემპერატურაზე, ოქროსფერი ფერის მიღებამდე. როცა ჩვენი ჩხირები მზად იქნება, შევუდგეთ კრემის მომზადებას. ავთქვიფოთ კარგად კარაქი და შედედებული რძე, დავუმატოთ ვანილი და კრემის მზადაა. ახლა დავიწყოთ ჩვენი ქოხის აწყობა შემდეგი თანმიმდევრობით:6-5-4...თითოეულ ჩხირს თან წავუსვათ კრემი.ზემოდან მოვახეხოთ შოკოლადი ან მოვაყაროთ მოხალული და დაფქული თხილი ან კაკალი.ჩვენი არაჩვეულებრივი ქოხიც მზადაა. გამოაცხვეთ ალუბლის ეს შესანიშნავი ტორტი და მიირთვით გემრიელად.იმედია მოგეწონებათ. 416 8-ს მოსწონს
|