საზოგადოება არქიმანდრიტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს წყევლის 2013, 6 ნოემბერი, 15:55 საქართველოში უკვე ყველაფერი პოლიტიზირებული გახდა. არქიმანდრიტმა მამა ბართლომე ფირცხალაიშვილმა თავის ფეისბუქზე საინტერესო პოსტი დატოვა, სადაც ის მიხეილ სააკაშვილს წყევლის: "წყეული იყოს მიშა სააკაშვილი და მისი ხროვა! მისთვის მზე დაბნელდეს, მთვარემ ნათელი არ მისცეს, მიწის ნაყოფი შხამად შეერგოს, წყალი გამწარდეს, მარილი განქარდეს და ჰაერი მავნებელ იქმნას! ამინ!..." ამ პოსტმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, ერთერთი ადამიანი კი ასე გამოეხმაურა: "მამა ბართლომე, დალოცვა რომ გთხოვოთ თქვენგან დაწყევლილი ადამიანებიდან რომელიმემ, დალოცავთ? არ დავიწყებ თქვენი პოსტის შეფასებას, მაგრამ წყევლა არის გამოსავალი, როცა ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის ნამოქმედარი არ მოგწონთ?" 184 6-ს მოსწონს
|