ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ის ინფორმაციით, ირლანდიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მარტინ ონილი გახდება.
ჯოვანი ტრაპატონიმ ირლანდიელთა თავკაცის პოსტი სექტემბერში დატოვა, როდესაც გუნდმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი დაკარგა.
გასულ ხუთშაბათს, ირლანდიის საფეხბურთო ასოციაციამ განაცხადა, რომ 15 ნოემბერს ირლანდიის ნაკრები ამხანაგურ თამაშს ლატვიასთან ჩაატარებს.
დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ ირლანდიელები ახალი მწვრთნელის დანიშვნამდე სპარინგს არ გამართავდნენ. საბუკმეკერო კანტორებს ფსონიც კი ჰქონდათ ირლანდიის ნაკრებში ონილის გამწვრთნელების თაობაზე. ეს ფსონი მოიხსნა, რაც The Telegraph-ის აზრით, 61 წლის ონილის სასარგებლოდ მეტყველებს.
ბოლოს ონილი “სანდერლენდში” მუშაობდა, რომელსაც 2011-2013 წლებში ხელმძღვანელობდა.
ლაშა თაბაგარი
www.worldsport.ge