ნამცხვრები ტორტი,,ალუბლისფერი განთიადი" 2013, 1 ნოემბერი, 15:19
ეს იმდენად ძვირფასი ტორტია, მხოლოდ განსაკუთრებული დღისთვის რომ ვაკეთებთ.თუკი ყურადღებით მიადევნებთ თვალს ჩემს მოწოდებულ რეცეპტს, ძალიან ადვილად შეძლებთ მის მომზადებას.
ინგრედიენტები ბისკვიტისთვის(20სმ.დიამეტრის)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
8ს.კოვზი–ფქვილი. 7ს.კოვზი–შაქარი. 4ს.კოვზი–კაკაო. 2 კვერცხი. 6ს.კოვზი–რძე 6ს.კოვზი–მზესუმზირის ზეთი(რაფინირებული) 1ჩ.კ–სოდა ძმრით. რამდენიმე წვეთი რომის ესენცია. აღნიშნულ იგრედიენტებს ავურევთ კარგად და ვაცხობთ ცხიმიან ფორმაში, 5-10 წუთის განმავლობაში.მიღებულ ბისკვიტს ვაცივებთ და გავყოფთ 2 ნაწილად. ცალკე ვამზადებთ ჟელეს ალუბლის კომპოტით.ან ახალი ალუბლის წვენით.(რისი საშუალებაც გვაქვს)ოღონდ სითხე ჩვეულებრივზე ნაკლები, რომ მკვრივი ჟელე გამოვიდეს და კარგად დაიჭრას.ცოტა გაშლილ ჭურჭელზე მოვათავსოთ რომ ადვილად გაცივდეს და მერე შევდოთ მაცივარში. სუფლეს მომზადება: ––––––––––––––––––– ინგრედიენტები: 300 გრ.არაჟანი(20%-იანი) 5ს.კ–შაქარი. 20 გრ–ჟელატინი. 1ს.კ–რომი მ ო მ ზ ა დ ე ბ ა: ჟელატინი დავალბოთ 3/4 ჭიქა წყალში.და ორთქლზე გავადნოთ.არ ავადუღოთ.არაჟანი ავთქვიფოთ შაქართან ერთად.დავუმატოთ რომი.მსუბუქად გაციებული ჟელატინი ნელ-ნელა ჩავასხათ ათქვეფილ არაჟანში.ცალკე გაკეთებული ალუბლიანი ჟელე დავჭრათ სვადასხვა ზომის პატარა ოთხკუთხედებად და შევურიოთ არაჟნის სუფლეს. ბისკვიტის ქვედა ფენა დავნამოთ შემდეგი ნაზავით:ალუბლის წვენი ან კომპოტი+ცოტა არაყი და ცოტა რომი. ქვედა დანამულ ფენას დავდოთ მომზადებული სუფლე, შემდეგ ბისკვიტის მეორე ნაწილი.თავზე მოვასხათ ორთქლზე გამდნარი შავი შოკოლადი და გავაფორმოთ ალუბლის მარცვლებით. შევდგათ რამოდენიმე საათი მაცივარში.შემდეგ კი... მ ი ი რ თ ვ ი თ გ ე მ რ ი ე ლ ა დ! 855 7-ს მოსწონს
|