x
image
რუსუდან ბერიძე
ტორტი ,,საოცრება"
image

ასეთი დახვეწილი გემოს ტორტი, ჩემო ძვირფასო დიასახლისებო, მერწმუნეთ თქვენს ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრას თამამად დაამშვენებს.

მოდი შევუდგეთ მის მომზადებას.ამისათვის კი საჭიროა:

ი ნ გ რ ე დ ი ე ნ ტ ე ბ ი:


–არაჟანი......1კგ.

–კვერცხი.....2ც.

–შაქარი.......3, 5 ჭიქა.

–პ/ფქვილი...2 ჭიქა.

–კაკაოს ფხვილი..3, 5 ს.კოვზი.

–კარაქი.......2 ს.კ

–ნახევარი ლიმონის წვენი

–1, 5 ჩ.კ.სოდა ძმართან ერთად.

–1 შეკვრა....ვანილი

მ ო მ ზ ა დ ე ბ ა:

ცომისთვის ავიღოთ:2 ჭიქა არაჟანი(400გრ +სოდა ძმრით ამოყვანილი.ცალკე კარგად ავთქვიფოთ 2კვერცხი და 2 ჭიქა შაქარი+ვანილი და შევაერთოთ ორივე მასა. მოვურიოთ კარგად.დავამატოთ 2 ჭიქა ფქვილი თანდათან და ვურიოთ კოვზით ნელა ერთი მიმართულებით.სათქვეფი ვიხმაროთ მხოლოდ ფქვილის დამატებამდე.თუ გვინდა ნამცხვარი კარგად ამოვიდეს,

ფქვილი კოვზით შევაზილოთ.მიღებული მასა გავყოთ 2 ნაწილად.ცომის ერთ ნაწილს ვუმატებთ 2 ს.კ.კაკაოს ფხვნილს.გამოვაცხოთ ცხიმწასმულ ქაღალდიან ტაფაზე, 200გრადუს ტემპერატურაზე, 20–25 წთ.თუ სურვილი გვაქვს ცომში შეგვიძლია

დავამატოთ 200 გრ, ქიშმიში.ან 1 ჭიქა მოხალული კაკალი ან თხილი.

კ რ ე მ ი:

550გრ.არაჟანი(დარჩენილ არაჟანს მოვაკლოდ 2ს.კ და ეს იქნება 550გრ.) და 1ჭ.წვრილმარცვლოვანი შაქარი ან შაქრის პუდრა ავთქვიფოთ კარგად.დავამატოთ ნახევარი ლიმონის წვენი.

მ ი ნა ნ ქ ა რ ი:

2ს.კ არაჟანი+1, 5ს.კ კაკაო+2 ს.კ.შაქარი და 2ს.კ.კარაქი, შევდგათ ნელ ცეცხლზე და მუდმივი მორევით მივიყვანოთ ადუღებამდე. მაშინვე გადმოვდგათ და ცხლად გადავუსვათ ნამცხვარს.

გაცივებულ ნამცხვრის ფენებს წავუსვათ კრემი, ზემოდან კი შოკოლადის მინანქარი.შეგვიძლია მოვაწყოთ ზემოდან კაკლის ლებნები სილამაზისთვის.

აღნიშნული რეცეპტით მომზადებული ტორტი იმედია მოგეწონებათ.

მოამზადეთ და...

მიირთვით გემრიელად ჩაისთან ან ყავასთან ერთად!

0
2208
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
2208
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0