სხვა რომელმა ქსელმა გაუსწრო პოპულარობით facebook-ს 2013, 29 ოქტომბერი, 13:24 ![]() ![]() თუმცა, მარკეტოლოგები კომპანია Twitter-ს ურჩევენ არ მოდუნდეს, რადგან უკვე გამოიკვეთა ძალიან სწრაფად მზარდი კიდევ ერთი კონკურენტი ქსელი - ინსტაგრამი. იმ მოზარდთა რიცხვი, რომელთა ძირითად სოციალურ ქსელს ინტერნეტში ინსტაგრამი წარმოადგენს, ბოლო წლის მანძილზე 12%-დან 23%-მდე გაიზარდა. ![]() "მე-6 კლასში ვიყავი, როცა ფეისბუქზე დავრეგისტრირდი და გარკვეული დროის მანძილზე მიჯაჭვული ვიყავი მასზე. მე-8 კლასში კი შემთხვევით ტვიტერზე შევედი - მერწმუნეთ, თუ ტვიტერში და ინსტაგრამში გაქვთ პროფილი, ფეისბუქი სრულიად გავიწყდებათ. მე სწორედ ასე დამემართა" - აცხადეს კვლევაში ჩართული 14 წლის გოგონა. ამგვარი მონაცემები ამტკიცებს, რომ ფეისბუქის მმართველობა არ შემცდარა, როცა მოზარდი მომხმარებლების გადინებისგან თავდასაცავად ინსტაგრამი შეიძინა. თუმცა, როგორც ფეისბუქის წარმომადგენლები აცხადებენ, ის, რასაც თინეიჯერები ამბობენ განსხვავდება მათი რეალური ქმედებისგან, რადგან ერთ თინეიჯერ მომხმარებელს, ფეისბუქის გვერდზე საშუალოდ 300 მეგობარი ჰყავს, ტვიტერში კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 79-ს შეადგენს. ![]() დასკვნების გამოტანა და სოციალური ქსელის არჩევა კი თქვენზეა... 48 3-ს მოსწონს
|