x
image
worldsport.ge
ბეილი საოპერაციოა

imageმადრიდის “რეალის” ნახევარმცველ გარეთ ბეილს ოპერაცია სჭირდება. უელსელ ლეგიონერს ზურგის ტრავმა აწუხებს. 24 წლის ფეხბურთელის ხერხემლის მალების თიაქარის შესახებ “სამეფო კლუბის” მედიკოსებმა ჯერ კიდევ ტრანსფერის განხორციელებამდე შეიტყვეს, სამედიცინო გამოკვლევისას, მაგრამ თავად ბეილმა განაცხადა, რომ ამ პრობლემის გამო ხელი არასოდეს შეშლია.
ბოლო დროს ბეილი სრული დატვირთვით ვარჯიშს ვეღარ ახერხებდა. ახლა კი უკვე ყოველი ვარჯიში და თამაში დიდ რისკთანაა დაკავშირებული, რადგან ნებისმიერ მომენტში შეიძლება ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდეს. სავარაუდოდ, საქმეში ქირურგები ჩაერევიან და ოპერაციის შემდეგ გაირკვევა, როდის დაუბრუნდება ბეილი მინდორს.

ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
56
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
56
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0