x
image
worldsport.ge
ბუნდესლიგა, სადაც ორი ნული არ უყვართ

imageგერმანული ბუნდესლიგა ევროპაში ერთადერთი ჩემპიონატია, სადაც ამ სეზონში ჯერ ერთი მატჩიც არ დამთავრებულა ანგარიშით 0:0. საუბარია უმაღლეს ლიგებზე და ისეთ ქვეყნებზე, სადაც, მინიმუმ, 7 ტურია გასული. ბუნდესლიგა წამყვანი ხუთეულის ჩემპიონატებს შორის ყოველთვის გამოირჩეოდა შედეგიანობით.
გერმანიაში 8 ტურია გასული, ანუ, სულ 72 მატჩი გაიმართა. საშუალოდ ერთ შეხვედრაში 3, 31 გოლი გადის. ბუნდესლიგაში ყველაზე შედეგიანი გუნდი "დორტმუნდია", რომელმაც მეტოქეები 21-ჯერ დაამწუხრა.
ისე, საქართველოს ჩემპიონატზეც ვთქვათ: აქ 8 ტურია გასული, ანუ სულ 48 შეხვედრა გაიმართა და 126 გოლი გავიდა. საწყის ტურებში ძალიან დაბალი შედეგიანობა იყო, თუმცა, ბოლო ორ ტურში გოლების რაოდენობამ იმატა: მეშვიდეში 21 გოლი ვიხილეთ, მერვეში კი – 23.
ამ 48 მატჩში 4-ჯერ დაფიქსირდა 0:0.


ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

0
124
1-ს არ მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
124
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0