x
image
worldsport.ge
დალგლიში “ლივერპულში” დაბრუნდა

imageკენი დალგლიში “ლივერპულში” დაბრუნდა. შოტლანდიელი სპეციალისტი კლუბის დირექტორთა საბჭოში დასაქმებას დათანხმდა.
“ერთი სული მაქვს, როდის შევუდგები მუშაობას. “ლივერპული” ჩემთვის ძვირფასი კლუბია და მინდა, მისი განვითარებისთვის საჭირო სტრატეგიული საკითხების გადაწყვეტაში ჩემი წვლილი შევიტანო”, – ციტირებს დალგლიშის სიტყვებს ინგლისური პრესა.
შეგახსენებთ, 1977-1990 წლებში, კენი დალგლიში მერსისაიდული კლუბის ღირსებას იცავდა. 1985-1991 და 2010-2012 წლებში კი, “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი იყო და სამჯერ მოიპოვა პრემიერლიგური ოქრო.


ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0