ლეგენდარული ინგლისელი ნახევარმცველი დევიდ ბექჰემი კლუბის შექმნას გეგმავს. Daily Mail-ის ცნობით, “ბექზი” MLS-ის ახლადშექმნილი კლუბის თანამფლობელი გახდება.
კლუბი შტატ ფლორიდაში დაარსდება და ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი სწორედ 38 წლის ინგლისელი იქნება. “ლოს ანჯელეს გელექსისთან” გაფორმებულ კონტრაქტში, ბექჰემს ჩადებული ჰქონდა პუნქტი, რომლის ძალითაც, MLS-ის კლუბის აქციების შეძენა 25%-იანი ფასდაკლებით შეეძლო.
ბექჰემის პარტნიორები შესაძლოა გახდნენ ბოლივიელი მილიარდერი მარსელო კლაურე და ჰოკეის კლუბ “მაიამის” მფლობელი სტივ როსი.
ირაკლი ჯაფარიძე
www.worldsport.ge