x
image
worldsport.ge
სიმეონე: “რეალი” და “ბარსელონა” მაინც მაღლა დგანან”

imageმადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ, პრიმერა დივიზიონის მეშვიდე ტურში, მადრიდულ დერბიში “რეალის ძლევის (1:0) შემდეგ განაცხადა, რომ ამ შედეგის მიუხედავად, “ატლეტიკო”, ესპანური ფეხბურთის ლიდერებს, “რეალსა” და “ბარსელონას”, ეკონომიკურ ასპექტსა და ფეხბურთელების საერთო კლასში, მაინც გვარიანად ჩამორჩება.
“ჩემმა ფეხბურთელებმა დღეს დაკისრებულ მოვალეობას თავი ბრწყინვალედ გაართვეს და დამსახურებულად მოვიგეთ, მაგრამ ეს ტრიუმფი, მაინც ვერაფერს ცვლის. “რეალი” და “ბარსელონა”, თავიანთი შესაძლებლობებითა და შემადგენლობებით, სულ სხვა სიმაღლეზე დგანან. მათთვის თანაბარი კონკურენციის გაწევა და გამარჯვება ადვილი არაა, მაგრამ ჩვენ ცდას არ დავაკლებთ. ამჯერად, ეს გამოგვივიდა”, – ციტირებს სიმეონეს სიტყვებს ესპანური პრესა.


ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

1
79
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
79
  
2013, 29 სექტემბერი, 15:20
სახელები ვერ იგებს სამწუხაროდ მატჩს,ორი ფეხბურტელი გვყავს ორას მილიონიანი და ერთს საერთოდ დროს არ აძლევენ ნორმალურად სათამაშოდ,ძირითადში რომ მოდრიჩს არ გამოიყვან,იოზილს საერთოდ გაუშვებ და პიპიტას ნაცვლად ბენზემას დატოვებ,რა იმედი უნდა გქონდეს ???
0 1 1